დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქვეყნები, საიდანაც  III კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა

ქვეყნები, საიდანაც III კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა

08-12-2023 11:20:20

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა: 

პირველ ადგილზეა აშშ - 51.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 16.4 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო - 45.8 მლნ. აშშ დოლარით (14.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე ნიდერლანდები - 45.3 მლნ. აშშ დოლარით (14.3 პროცენტი).

ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 58.7 პროცენტს შეადგენს.

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი 2023* წლის III კვარტალში:

  • აშშ - 16.4%;
  • გაერთიანებული სამეფო - 14.5%;
  • ნიდერლანდები - 14.3%;
  • თურქეთი - 7,4%;
  • ჩინეთი - 6,1%;
  • ესპანეთი - 5,2%;
  • აზერბაიჯანი - 5.2%;
  • ყაზახეთი - 4,9%;
  • დანია - 4,4%;
  • მალტა - 4.3%;
  • დანარჩენი ქვეყნები - 17.2%. 

2023 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 80.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 25.4 პროცენტია.

მეორე ადგილს იკავებს ტრანსპორტის სექტორი - 61.9 მლნ. აშშ დოლარით (19.6 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორი 41.0 მლნ. აშშ დოლარით (13.0 პროცენტი).

ხუთი უმსხვილესი ეკონომიკის სექტორის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 77.3 პროცენტს შეადგენს.

2023 წლის დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2024 წლის 15 აგვისტოს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს წინა პერიოდების მონაცემების ცვლილება

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები