ქვეყანაში ფისტის იმპორტი 104%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში ქვეყანამ 733.65 ტონა ნაჭუჭგაუცლელი ფისტა იყიდა, რაშიც 3,173.76 ათასი დოლარი გადაიხადა. 2023 წლის პირველ კვარტალში კი ქვეყანამ 611.52 ათასი დოლარის 359.59 ტონა ფისტა იყიდა.
საქართველოში ფისტის ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა აშშ-ა, საიდანაც 2024 წლის იანვარ-მარტში 733.65 ტონა ფისტა შემოვიდა, რაც ფისტის მთლიანი იმპორტის 54%-ია. მეორე იმპორტიორი ქვეყანა კი თურქეთია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ფიზტის იმპორტი სულ 5 ბაზრიდან განხორციელდა:
ბოლო წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, საქართველოში ფისტის იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა 2018 წლიდან ფიქსირდება.
2023 წელს 2022 წელთან შედარებით ქვეყანაში იმპორტირებული ფისტის მოცულობა 58%-ით გაიზარდა 2023 წელს ქვეყანამ 1,709.78 ტონა ფისტა, ხოლო 2022 წელს 1,085.42 ტონა ფისტა იყიდა.
უახლესი