ხელნაკეთი სათამაშოების მწარმოებელი კომპანია „ჯეინის თოჯინები“, რომლის პროდუქციაც ანტიალერგიული მასალებისგან მზადდება ცენტრის აშენებას გეგმავს. ამის შესახებ Business Insider Georgia - ს კომპანიის დამფუძნებელი ჯეინ გომურაშვილი ესაუბრა.
,,შევიძინეთ მიწის ნაკვეთი, სადაც მალე ძალიან დიდ და ლამაზ ცენტრს ავაშენებთ. ეს იქნება „ჯეინის თოჯინების“ აკადემია. მსგავსი სივრცე საქართველოში არ არსებობს. სწავლებით ახლაც ვასწავლით ონლაინ, მაგრამ გათვლილია უფროსებზე, რადგან ბავშვებთან ყოველთვის ჯობს პირდაპირი კონტაქტი გქონდეს. ძალიან დიდი მოთხოვნაა, როგორც უშუალოდ ოჯახის წევრებისგან, ბავშვების მშობლებისგან, ასევე სკოლებიც გამოთქვამენ სურვილს, რომ სურთ ბავშვები მოიყვანონ და აჩვენონ, მაგრამ ვინაიდან სივრცე არ გვაქვს ამ ეტაპზე სამწუხარდ, გვიწევს უარის თქმა. კონცეფცია დაეფუძნება, იმას, რომ აღნიშნული იქნება საბავშვო სივრცე, არ იქნება ჩვეულებრივი სტანდრატული შენობა. ლოკაციურად, თბილისთან ძალიან ახლოს იქნება“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ჯეინ გომურაშვილი.
უახლესი