დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„თეგეტამ“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის ბრენდი ოფიციალურად წარადგინა

„თეგეტამ“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის ბრენდი ოფიციალურად წარადგინა

10-03-2025 11:34:00

 

  • ქართული კომპანია აზერბაიჯანში მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელი მიმდინარე წელსგახდა

თეგეტა აზერბაიჯანში Bridgestone-ის ოფიციალური წარმომადგენელია და მეზობელი ქვეყნისბაზარს იაპონური ბრენდის მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკისათვის განკუთვნილი საბურავებით ამარაგებს. შეთანხმება მიმდინარე წლის იანვარში შევიდა ძალაში. Bridgestone-თან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ქართულმა კომპანიამ პარტნიორებსა და მომხმარებელს ბაქოში გამართულ ღონისძიებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში მდებარე სასტუმრო Four Seasons-ში ღონისძიებას, „თეგეტასადა Bridgestone-ის დელეგაციებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნეს წრეებისა და მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგისმთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: მოხარულები ვართ და გვეამაყება, რომ პრემიუმ ბრენდსა და ჩვენს 26-წლიან პარტნიორს, Bridgestone- უკვე აზერბაიჯანულ ბაზარზეც წარმოვადგენთ. Bridgestone ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ბრენდია, რომელმაც კავკასიის რეგიონში ბიზნეს საქმიანობა თეგეტასთანპარტნიორობით დაიწყო და დღეს უკვე რეგიონული დილერობაც ჩვენგვანდო. დღევანდელ შეხვედრაზე ოფიციალური დილერობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებთეგეტასხედვები ჩვენს პარტნიორებსა და მომხმარებლებს წარვუდგინეთ.

თეგეტამუდმივად ზრუნავს ბიზნესის გაფართოებაზე და ამასთან ერთად, მაღალი ხარისხითა და სანდოობით გამორჩეულ პროდუქციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდითრეგიონში საავტომობილო სფეროს განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენი მიზანია, ავტოინდუსტრიის სექტორში ყველა კომპონენტი თუ მიმართულება ეტაპობრივადავითვისოთ და რეგიონის მასშტაბით კიდევ უფრო მეტად გავიმყაროთ პოზიციები, როგორც სანდო მიმწოდებელმა და პარტნიორმა, რომელსაც ბიზნეს საქმიანობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს”.

ბაქოში გამართულ ღონისძიებაზე, საერთო ჯამში, 150-მა სტუმარმა ყველა იმ სერვისისა დამომსახურების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რასაცთეგეტა მოტორს ბაქომეზობელი ქვეყნისბაზარს Bridgestone-თან თანამშრომლობით სთავაზობს.

სამუელ მასარდი, Bridgestone Middle East, CIS & PAF რეგიონული დირექტორი: თეგეტასთანპარტნიორობის გაფართოება ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს შესაძლებლობასგვაძლევს Bridgestone-ის პრემიუმ საბურავები კავკასიის რეგიონის ბაზარზს შევთავაზოთ. ამიერიდან ჩვენი ერთგულება ხარისხის, უსაფრთხოებისა და ინოვაციების მიმართ კიდევუფრო მეტ მომხმარებელამდე მიაღწევს. „თეგეტასთან“ 26-წლიანი პარტნიორობა ხაზსუსვამს ჩვენს საერთო ინტერესებს, გავზარდოთ ხელმისაწვდომობა უმაღლესი ხარისხისსაავტომობილო პროდუქტებზე.“

თეგეტა მოტორსი ბაქოში უკვე თითქმის 10 წელია წარმატებით ოპერირებს. კომპანიამომხმარებელს საცალო, კორპორაციული და საბითუმო მიმართულებით სრულ საავტომობილომომსახურებასა და პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს. მიმდინარე წელსთეგეტა მოტორსიაზერბაიჯანში Bridgestone-ის წარმოების 100 000 საბურავის რეალიზაციას აპირებს. ამასთანავე, იგეგმება ფილიალების ქსელის ეტაპობრივი გაფართოებაც.

ალექსანდრე ბეროშვილი, „თეგეტა მოტორსბაქოსდირექტორი: დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთი დასტურია იმ მჭიდროთანამშრომლობის, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ბიზნესსექტორებს შორისსულ უფრო ვითარდება. „თეგეტა მოტორსისპირველი წარმომადგენლობა 2017 წელსგაიხსნა ბაქოში და მას შემდეგ, მომხმარებელს მაღალი ხარისხის ავტოსერვისითა დაპროდუქციით უზრუნველვყოფთ. ახლა უკვე შესაძლებლობა გვაქვს, ჩვენს სტრატეგიულპარტნიორთან ერთად, მოქალაქეებს Bridgestone-ის მსუბუქი, სატვირთო და სპეციალურიდანიშნულების ტექნიკის საბურავები მივაწოდოთ. ჩვენი სამიზნე აუდიტორიაა როგორცსაცალო, ისე საბითუმო მომხმარებელი და ის კომპანიები, რომლებიცსამთო-მომპოვებელ თუ ლოგისტიკურ საქმიანობას ეწევიან. პროდუქციასთან ერთად, მათ საბურავების მონტაჟსა და საგარანტიო მომსახურებასაც ვთავაზობთ, რაცსატვირთოების შემთხვევაში გარბენის მიხედვით განისაზღვრება. ვცდილობთ, გავაფართოოთ მიწოდების ჯაჭვი და მეტად ხელმისაწვდომი და მოქნილი გავხადოთმომსახურება“.

ცნობისათვის, Bridgestone-სა დათეგეტასშორის პირველი გარიგება 1998 წელს შედგა და პირველიშეკვეთა მხოლოდ 500 ერთეულ საბურავს ითვალისწინებდა. ამასთანავე, სწორედ Bridgestone-ის ბრენდთან თანამშრომლობით დამკვიდრდა საქართველოში ზამთრის საბურავის გამოყენებისპრაქტიკა, რამაც უსაფრთხო გადაადგილებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.

Bridgestone 30-მილიარდიანი შემოსავლით 150-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს. მის პორტფელში დიდიწილი უჭირავს ქართულ კომპანიას, „თეგეტას“, რომელიც დღეს მსოფლიო ბრენდის სანდოპარტნიორი და რეგიონის მასშტაბით საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერია.

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები