პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტს სოფლის განვითარების სააგენტო დაფარავს.
ქვეკომპონენტის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო მოახდენს გაცემული სესხის არა უმეტეს 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას წლიური 9%-ის ოდენობით. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 18%-ით არის დადგენილი. ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განსაზღვრულია არანაკლებ 10,000 ლარიდან არაუმეტეს 100,000 ლარის ჩათვლით, ხოლო მარცვლეული კულტურების შემთხვევაში, არანაკლებ 10,000 ლარიდან არაუმეტეს 300,000 ლარის ჩათვლით.
ქვეკომპონენტის ფარგლებში სესხები გაიცემა ერთწლოვანი კულტურების (ბოსტნეული, მარცვლოვანი და ბაღჩეული კულტურები) და იონჯის ერთი საოპერაციო წლის ხარჯების დასაფინანსებლად. კერძოდ, ერთწლოვანი კულტურების (ბოსტნეული, მარცვლოვანი და ბაღჩეული კულტურები) მოყვანის მიმდინარე ხარჯების შემცირებაში მცენარის მოვლისა და მოყვანის ყველა ეტაპზე, ეს იქნება სათესი და სარგავი მასალის, თუ სასუქებისა და მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების შეძენა. გათვალისწინებულია მუშახელისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების ხარჯი, გამოყენებული საწვავის ხარჯი.
ქვეკომპონენში განსაზღვრულია ერთი საოპერაციო წლის განმავლობაში კონკრეტული ერთწლოვანი კულტურებისა და იონჯის მოვლა-მოყვანის მაქსიმალური ხარჯი 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაცია ხელმისაწვდომია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე.
პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“ სარგებლობა შეუძლიათ ფიზიკურ პირებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა).
ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისთვის“ ქვეკომპონენტი პროექტს 2020 წლიდან დაემატა.
„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს“ სოფლის განვითარების სააგენტო 10 წელიწადზე მეტია ახორციელებს. პროექტის ძირითად ამოცანებს ფერმერების და აგრობიზნესში ჩართული პირების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება წარმოადგენს.
უახლესი
25 წამის წინ
Nika Hotel and Club გაფართოებას გეგმავს