დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტვირთების ძირითადი ნაწილი TEMU-ს ეკუთვნის, რომელიც როგორც საქართველოში, ასევე ევროპის მიმართულებით საკმაოდ დიდი რაოდენობით შედის - Geosky Airlines

ტვირთების ძირითადი ნაწილი TEMU-ს ეკუთვნის, რომელიც როგორც საქართველოში, ასევე ევროპის მიმართულებით საკმაოდ დიდი რაოდენობით შედის - Geosky Airlines

10-03-2025 10:00:00

Geosky Airlines-ის ტვირთების ძირითადი ნაწილი ბაზარზე ახლად შემოსული ჩინური კომპანია TEMU-ს ტვირთებია, რომელიც როგორც საქართველოში ისე ევროპის მიმართულებით საკმაოდ დიდი მოცულობებით შედის, - ამის შეახებ Business Insider Georgia-სთან საუბრისას ქართული სატვირთო ავიაკომპანია Geosky Airlines-ის კომერციული დეპარტამენტის ოფიცერმა, სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით, ზურაბ ქარქაშაძემ განაცხადა.

Geosky Airlines-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ საჰაერო გზით ტვირთების გადაზიდვაზე TEMU-ს მხრიდან მაღალი მოთხოვნაა და ტვირთებს ემსახურება არამხოლოდ Geosky Airlines-ი, არამედ სხვა სატვირთო ავიაკომპანიებიც. 

„რეალურად საჰაერო გადაზიდვების მთავარი დანიშნულება არის ის, რომ მოკლე ვადაში შესაძლებელია ტვირთის A პუნქტიდან B პუნქტში გადატანა. დაახლოებით, უხეშად, რომ გითხრათ, დამკვეთმა, დაკვეთიდან ტვირთი შესაძლოა 1 კვირაში მიიღოს. ავიაკომპანია Geosky-ს სჭირდება  2-3 დღე, რომ ჩინეთიდან ევროპაში ტვირთი ჩავიტანოთ და სხვა ლოგისტიკურმა კომპანიებმა, მიიღონ და შემდეგ მისამართებზე დაიწყონ გაგზავნა, საერთო ჯამში 1 კვირამდე მცირდება გამოწერიდან ტვირთის მიღებამდე პერიოდი. 

რაც შეეხება TEMU-ს, მესმის, რომ საკმაოდ დაბალი ფასები აქვთ, მაგრამ მიუხედავად ამისა არა მხოლოდ ჩვენი ავიაკომპანია, არამედ ბაზარზე არსებული კარგო კომპანიები, სწორედ აღნიშნული ტვირთების გადაზიდვის პროგრამით არიან დაკავებულნი. საკმაოდ დიდი მოთხოვნაა თავად დამკვეთი კომპანიის  მხრიდან, რომ საჰაერო გზით გადაიტანონ ტვირთები. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ზამთრის პერიოდში საკმაოდ რთულდება საზღვაო და სახმელეთო გზით ტვირთების ტრანსპორტირება და ამ დროს მოთხოვნა უფრო საჰაერო სატვირთო გადაზიდვებზე გადადის“, - აცხადებს Geosky Airlines-ის წარმომადგენელი.

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს დანიშნულების ტვირთებს, ზურაბ ქარქაშაძე ამბობს, რომ მოთხოვნა ძირითადად იმპორტის მხრიდანაა და ტვირთი ევროპიდან შემოაქვთ. 

„ჩვენი გამოცდილებით საქართველოს მაგალითზე უფრო აქტიურია იმპორტი ევროპიდან. ამ მომენტშიც ვასრულებთ რეისებს პრაღიდან და ლიეჟიდან, დაინტერესება არის, საქართველოში იმპორტის მიმართულებით. რაც შეეხება ექსპორტს, ფრენები გვქონდა ჩინეთის მიმართულებით, სადაც საქართველოში წარმოებული ღვინო წავიღეთ, თუმცა ეს არ იყო რეგულარული ფრენები და საუბარი მაქვს ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე ჩარტერულ ფრენაზე. იმპორტით კი სხვადასხვა სახის ტვირთი შემოგვაქვს, ესაა ფოსტა თუ გამოწერილი პროდუქცია“, - აცხადებს Geosky Airlines-ის კომერციული დეპარტამენტის ოფიცერი, სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები