დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის ვადა გაგრძელდება 2027 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდება

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის ვადა გაგრძელდება 2027 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდება

10-03-2025 14:38:00

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის ნინო თანდილაშვილის განმარტებით,  კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის ვადა გაგრძელდება 2027 წლის 1 იანვრამდე, რის შედეგადაც მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული  სააგენტო შეძლებს განახორციელოს ინვენტარიზაცია კანონით დადგენილ ვადაში.
მოქმედი კანონმდებლობით, სააგენტოს 2025 წლის 1 მარტამდე უნდა დაესრულებინა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია. შესაბამისად, საჭიროა კანონში ცვლილების შეტანით ამ ვადის გადაწევა.
„სააგენტოს მიერ ინტენსიურად მიმდინარეობს ინვენტარიზაციის პროცესი. დღეისათვის ინვენტარიზაცია განხორციელებულია დაახლოებით 6 000 ჰა-ზე, მაგრამ დარჩენილი საინვენტარიზაციო ფართობის მოცულობიდან გამომდინარე ვერ მოესწრო ამ ინვენტარიზაციის დასრულება", -განაცხადა მომხსენებელმა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები