საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) 2025 წლის იანვრის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,8%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით 0,5%-ით.
წლიურ ჭრილში HICP-ი ყველაზე მაღალია შემდეგ კატეგორიაში: სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (7,9%), ჯანმრთელობის დაცვა (6,3%), განათლება (5,5%), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (4,9%), სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (3,1%), დასვენება, გართობა და კულტურა (2,2%), საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (1,2%), ტრანსპორტი (0,5%), ხოლო სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (7,5%).
სამაგიეროდ HICP-ის შემცირდა შემდეგ სეგმენტებში: კავშირგაბმულობა (-12,0%), ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება (-1,9%), ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (-0,6%),
რაც შეეხება 2025 წლის თებერვლის მონაცემების შედარებას იანვრის მაჩვენებლებთან სტატისტიკა ასე გამოიყურება:
თვიურ ჭრილში HICP-ი გაიზარდა შემდეგ კატეგორიაში: ჯანმრთელობის დაცვა (2,4%), სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (1,2%), ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება (0,8%), სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (0,6%), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (0,6%), ტრანსპორტი (0,3%), კავშირგაბმულობა (0,2%) და სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (0,9%).
თვიურად HICP-ის შემცირდა შემდეგ სეგმენტებში: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (2,4%), დასვენება, გართობა და კულტურა (-0,5%).
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს.
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის.
„საქსტატის“ განმარტებით, HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.
HICP არ შეცვლის აქამდე არსებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომელიც კვლავ გამოიყენება ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის. ჰარმონიზებული ინდექსი წარმოადგენს დამატებით საანალიზო მაჩვენებელს და გამოყენებული იქნება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისთვის.
უახლესი