დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3.2%-ით შემცირდა - საქსტატი

იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3.2%-ით შემცირდა - საქსტატი

10-03-2025 11:03:00

2025 წლის იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3.2 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 5.9 პროცენტით.

მათ შორის:

⦁ საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 2.2 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 9.3 პროცენტით;

⦁ არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 9.3 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 2.0 პროცენტით;

⦁ სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 2.2 პროცენტით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 5.4 პროცენტით.

2025 წლის იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3.2 პროცენტით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 21.3 პროცენტიანი კლებით, რამაც -4.19 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.9 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 22.2 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3.6 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 3.47 და 2.28 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 18.8 პროცენტით.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები