დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მსგავსი მოცულობის პროექტი მოიცავს არამხოლოდ პირდაპირ ინვესტიციას, არამედ მოსდევს დასაქმების კომპონენტი - თორნიკე ზირაქიშვილი EMAAR-ის პროექტებზე

მსგავსი მოცულობის პროექტი მოიცავს არამხოლოდ პირდაპირ ინვესტიციას, არამედ მოსდევს დასაქმების კომპონენტი - თორნიკე ზირაქიშვილი EMAAR-ის პროექტებზე

10-03-2025 10:25:00

მსგავსი მოცულობის პროექტი მოიცავს არ მხოლოდ პირდაპირ ინვესტიციას, არამედ ამას მოსდევს თან მნიშვნელოვანი დასაქმების კომპონენტი, უძრავი ქონების მნიშვნელოვანი განვითარების პერსპექტივები და ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც გახდება სავიზიტო ბარათები, როგორც ბათუმისთვის ასევე თბილისისთვის, - განაცხადა „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ თორნიკე ზირაქიშვილმა „ემაარ“ ჯგუფის პროექტებზე საუბრისას გადაცემაში „იმედის კვირა“.

„განხორციელდა არაერთი ტექნიკური ვიზიტი, მათ შორის საქართველოს არაერთხელ ესტუმრა თავად დამფუძნებელი მოჰამედ ალაბარი. ბუნებრივია მსგავსი სახის პროექტი, თავისი მოცულობიდან გამომდინარე იქნება დაახლოებით 5-დან 7 წლის ფარგლებში განხორციელებული, რადგანაც ის მოიცავს სხვადასხვა ფასსა და ეტაპს“, - აღნიშნა თორნიკე ზირაქიშვილმა.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

48 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები