კომერციულ ბანკებში მომხმარებელთა მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა შემცირდა
06-01-2025 15:00:00
ნოემბერში კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 2 054 ერთეული პრეტენზია შეადგინა, რაც ოქტომბრის მაჩვენებლებთან 29%-იანი კლებაა, ხოლო 2023 წლის ნოემბრის მაჩვენებლებთან 1%-იან კლებას გულისხმობს. სებ-ის ინფორმაციით, 2024 წლის ოქტომბერში კომერციულ ბანკებში მომხმარებელთა მხრიდან 2 908 პრეტენზია დაფიქსირდა, ხოლო 2023 წლის ნოემბერში 2 072 პრეტენზია.
ნოემბერში დაფიქსირებული პრეტენზიებიდან ყველაზე მეტი, საუბარია 62%-ზე მიმდინარე ანგარიშთან/სადებეტო ბარათთან დაკავშირებული პრეტენზიები იყო. მხოლოდ ნოემბერში სამომხმარებლო სესხთან დაკავშირებით კომერციულ ბანკები 260 პრეტენზია დაფიქსირდა.
რაც შეეხება პრეტენზიის ხასიათის მიხედვით სტატისტიკას, ის ასე გამოიყურება:
- ტრანზაქციები - 1144 პრეტენზია,
- ადმინისტრაცია/მომსახურება - 406 პრეტენზია,
- ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებული პრეტენზიები - 203 პრეტენზია,
- ჯარიმები და ვადაგადაცილების საკომისიოები - 60 პრეტენზია,
- მომსახურების საკომისიოები - 59 პრეტენზია,
- თანამშრომლის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაცია - 37 პრეტენზია,
- მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა - 25 პრეტენზია,
- ეთიკასთან დაკავშირებული - 25 პრეტენზია,
- საპროცენტო შენატანები - 18 პრეტენზია,
- რეკლამა, გაყიდვები, რჩევები - 9 პრეტენზია,
- სხვა გადასახდელები - 7 პრეტენზია,
- კრედიტის წინსწრებით დაფარვის საკომისიო - 4 პრეტენზია,
- პრეტენზიები დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულების მხარის მიერ მესამე პირებთან დაკავშირებით - 0 პრეტენზია,
- სხვა - 58 პრეტენზია.
პრეტენზიის დამუშავების სტადიის მიხედვით:
- განხილვა დასრულებულია, კომერციულმა ბანკებმა პრეტენზია უსაფუძვლოდ მიიჩნიეს - 1 003
- კომერციული ბანკების მიერ პრეტენზიის განხილვა არ დასრულებულა - 648
- განხილვა დასრულებულია, კომერციულმა ბანკებმა პრეტენზია საფუძვლიანად მიიჩნიეს - 398
- განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი - 5.