13–17 მარტის კვირაში ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე მკვეთრად დავარდა, ამის შესახებ გალტ & თაგარტის მიმოხილვაშია ნათქვამი.
კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 23.95 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), -11.62% წინა კვირასთან შედარებით და -16.98% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 855 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 23.90 - 27.05 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 108 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 21.90 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), -7.59% წინა კვირასთან შედარებით და -15.44% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 559 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 21.65 - 23.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 70 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 7.46 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), -6.05% წინა კვირასთან შედარებით და -7.56% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 477 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 7.25 - 8.02 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 66 ათასი აქცია შეადგინა.
უახლესი