ქართული ფილმის განვითარების ფონდი ბილეთების ყიდვა/გაყიდვის პლატფორმას ქმნის. ამ მიზნით ფონდმა შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შესამუშავებლად ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც (დღგ-ის გარეშე) 2 813 550 ლარია. ტენდერში მონაწილეობისთვის კი პრეტენდენტებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ დღგ-ის გარეშე. ტენდერის დასრულების შემდგომ, თუ აღმოჩნდება, რომ პრეტენდენტი არის დღგ-ის გადამხდელი, მის მიერ დაფიქსირებულ ფასს, ხელშეკრულების გაფორმებისას, დაემატება დღგ. დღგ-ს ჩათვლით ტენდერის წინასწარი ბიუჯეტი კი 3 319 989 ლარია.
შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს 24 თვის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ პროექტის მიზანს წარმოადგენს ბილეთების შეძენა/რეალიზაციის მართვის ელექტრონული პორტალის შემუშავება რომელიც შედგება შემდეგი მოდულებისგან:
● Buy-Ticket - ბილეთების შეძენის WEB და Mobile აპლიკაციები, რომლითაც კლიენტები შეძლებენ სხვადსხვა ტიპის ღონისძიებების, დაწესებულებებისა და სატრანსპორტო საშუალებების ბილეთების შეძენას ● Sell-Ticket - ბილეთების რეალიზაციის WEB აპლიკაცია, რომლითაც კონტრაქტორი კომპანიები შეძლებენ განათავსონ ბილეთები და აკონტროლონ თავიანთი გაყიდვები.
● Cashier - ბილეთების გაყიდვის WEB აპლიკაცია, რომლითაც მოლარე შეძლებს, ნაღდი ანგარიშსწორებით ან გადახდის ტერმინალით, ფიზიკურად გაყიდოს ბილეთები.
● Ticket QR Scanner - ბილეთების დასკანირების Mobile აპლიკაცია, რომლითაც შესაძლებელი იქნება კლიენტის მიერ წარმოდგენილი შეძენილი ბილეთების შემოწმება.
● Admin Panel - ადმინისტრირების პანელი, რომლითაც შესაძლებელი იქნება სისტემის ყველა შემადგენელი მოდულის მართვა.
უახლესი
20 საათის წინ
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა გახდეთ SOLO20 საათის წინ
ჯადოსნური საშობაო ბაზრობა შატო მუხრანში