დიდი ბრიტანეთის ქალაქ კარდიფში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშებაში საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები მონაწილეობდა.
საქართველოს ნაკრების წევრებმა ტურნირზე ვერცხლისა და ბრინჯაოს სინჯის მედლები მოიპოვეს. ნინა თიბილაშვილმა ხმლით ფარიკაობაში ფინალური ბრძოლა ჩინელ სპორტსმენთან დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ირმა ხეცურიანი კი ნახევარფინალში ტაილანდელ მოფარიკავეს დაუპირისპირდა და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი