ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიევი დატოვა.
აშშ-ის პრეზიდენტი კიევში ადგილობრივი დროით 08:00 საათზე ჩავიდა. ჯო ბაიდენი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ასევე მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჯო ბაიდენი კიევში პირველად ჩავიდა და ეს ვიზიტი იმართება შეჭრის წლისთავამდე 4 დღით ადრე, როცა უკრაინა და მისი პარტნიორები რუსეთისგან მოსალოდნელ ახალ შეტევაზე საუბრობენ.
შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ორი თვის წინ იმყოფებოდა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
უახლესი
3 საათის წინ
როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა