გამოფენის მთავარ მიზანს ნადირობისა და მეთევზეობის სფეროში მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ბიზნეს კავშირების დამყარება და ინოვაციების გაცნობა წარმოადგენს.
გამოფენის ფარგლებში, იური ნოზაძემ, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ქეთევან ციხელაშვილთან ერთად, ორმხრივი შეხვედრები გამართა ზალცბურგის ფედერალური მიწის სატყეო გაერთიანების, აგრარული პროფესიული სასწავლებლის, ავსტრიის მონადირეთა გაერთიანების, გარემოს დაცვის დეპარტამენტის, აგრეთვე ტიროლის ფედერალური მიწის სავაჭრო პალატის საგარეო ეკონომიკური დეპარტამენტისა და ამავე ორგანიზაციაში გარემოს დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან.
შეხვედრებზე, მხარეებმა ქვეყნებს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ტყის მდგრადი მართვის, დაცული ტერიტორიების განვითარების, ნადირობისა და ბუნებრივი კატასტროფების მართვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. ყურადღება გამახვილდა გარემოს დაცვის სფეროში ავსტრიული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.
ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გამოფენა შესაბამისი მიმართულებით ასოციაციებს, პროფესიულ გაერთიანებებს, მცირე და მსხვილ მეწარმეებს, საჯარო უწყებებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს.
უახლესი
3 საათის წინ
რა ფასად შეიძენთ საახალწლო ნაძვის ხეს გორგიაში