საცხოვრებელი უძრავი ქონება ბათუმში 2023 წლის მე-2 კვარტალში ბათუმში 3,944 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 10.2%-იანი და კვარტალურად 10.0%-იანი კლებაა.
Galt & Taggart-ის კვარტალი ანგარიშის თანახმად, აღნიშნული კლება ძირითადად განპირობებული იყო პირველად ბაზარზე გაყიდვების კლებით (-15.9% წ/წ). ამასთან, მეორად ბაზრზე ბევრად ნაკლები შემცირება დაფიქსირდა (-1.8% წ/წ).
აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი ბინების მშენებლობა ეტაპობრივად გადადის ბათუმის ცენტრალური უბნებიდან ბათუმის შემოგარენში (გონიო/ქობულეთის სანაპირო ზოლის გასწვრივ). ეს აიხსნება, ბათუმში მიწის მწირი რესურსებით.
2023 წლის I ნახევარში მცირე და საშუალო ზომის ბინების გაყიდვებმა (26-80მ2 ) ბაზრის 90.1% შეადგინა. ასევე, შეიმჩნევა მოთხოვნის ცვლილება ბიუჯეტური/საშუალო სეგმენტის ბინებიდან პრემიუმ სეგმენტის ბინებზე.
Galt & Taggart -ის ინფორმაციით, 2023 წლის მე-2 კვარტალში, ბინების ფასი ყველაზე მეტად პირველად ბაზარზე გაიზარდა და 1,219 აშშ დოლარი შეადგინა (+33.0% წ/წ), ხოლო მეორად ბაზარზე შედარებით მცირე ზრდა დაფიქსირდა (+15.7% წ/წ). ამასთან, ფასები ყველაზე მეტად გონიო-კვარიათსა (+67.7% წ/წ) და ბათუმის შიდა არეალში (+45.2% წ/წ) გაიზარდა.
2023 წლის მე-2 კვარტალში, ბათუმში სულ 209.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, რაც წლიური 5.0%-იანი და კვარტალური 7.5%-იანი შემცირებაა.
უახლესი