"ღვინუკა" პირველი ბიომეღვინეობაა რაჭაში, რომელიც რეგიონში ბიო ღვინოს აწარმოებს და ვაზის უნიკალური ჯიშების პოპულარიზაციასაც ხელს უწყობს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელმა ზუკა მაისაშვილმა განაცხადა, 2023 წლის ჩავარდნის შემდეგ 2024 წელი უკვე წარმატებული იყო და კომპანიამ ბიო სერტიფიკატიც აიღო.
„2023 წელს ჩვენ ჩავარდნა გვქონდა და ეს ჩავარდნა აღმოვფხვრით 2024 წელს. იმიტომ რომ შედარებით უკეთესი მოსავალი გვქონდა. ამავდროულად ბიო სერტიფიცირება გავაკეთეთ ჩვენი ვენახის და 2024 წელში ეგეც ავიღეთ ბიო სერტიფიკატი “, - აცხადებს ზუკა მაისაშვილი.
კომპანია ხუთი სახეობის ღვინოს აწარმოებს და ფოკუსირდება მაღალი ხარისხის შენარჩუნებაზე.
„ჩვენ გვქონდა ხუთი სახეობის ღვინო და ამ ხუთ სახეობას ვაწარმოებთ. არის წლები როცა ხან ორია, ხან სამი, ხან ხუთი - მოთხოვნიდან გამომდინარე. მეღვინეობა გადავიდა განვითარების იმ ეტაპზე, როცა უფრო მეტად მნიშვნელოვანია რომ ეს ხუთი ღვინო, წლიდან წლამდე გახდეს კიდევ უფრო ხარისხიანი, კიდევ უფრო უკეთესი და მრავალფეროვანი გემოების და არომატების ნაწილში. ეს არის ახლა ჩვენი მთავარი მიზანი, რომ ამ მიმართულებით ვიაროთ “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი, ზუკა მაისაშვილი.
2024 წელი კომპანია“ღვინუკა“ - თვის მნიშვნელოვანი წელი აღმოჩნდა. მოსავალი მეტად უფრო ხარისხიან და ჯანსაღი იყო.
„რთველის ნაწილში და ნედლეულის ანუ ყურძნის ხარისხის ნაწილში 2024 წელი უკეთესი წელი იყო. იმიტომ, რომ გაზაფხულზე და ზაფხულში არ იყო იმდენი ნალექი და არ გამოიწვია სხვადასხვა სოკოვანი დაავადებების განვითარება ვენახში. როგორიცაა: ჭრაქი, ნაცარი და ა.შ. აქედან გამომდინარე, ნალექების სიმცირემ ერთის მხრივ, გამოიწვია ის რომ ეს დაავადებები არ იყო, მეორეს მხრივ, ის რომ მტევანი იყო ჯანსაღი და ჯანმრთელი დაზიანების გარეშე და მესამე, ის რომ შემოდგომაზე, როცა უკვე რთველი დაიწყო და ის პერიოდი, როცა შაქრიანობის აკრეფა დაიწყო ყურძენმა, აკრიფა საკმაოდ მაღალი შაქრიანობა და ალბათ, წელს, 2024 წლის ღვინო გვექნება ერთ-ერთი გამორჩეული. ჩვენ მოგეხსენებათ, მშრალ ღვინოებს ვაწარმოებთ და გამორჩეული იქნება იმით რომ საკმაოდ მაღალ ალკოჰოლური იქნება და ალკოჰოლის შემცველობა 14.5%-15 %- ზეც კი ავა, რაც რაჭაში საკმაოდ იშვიათობაა.
იმისდა მიუხედავად, რომ წელს ბიო სერტიფიკატი ავიღეთ, ნახეთ როგორ ხდება : ბიო სერტიფიკატის აღება ხდება ყურძენზე და შემდგომ არის საჭირო უკვე გადამუშავების სერტიფიცირება. იქიდან გამომდინარე, რომ წელს საკმაოდ მცირე იყო ჩვენი ვენახის, ანუ სერტიფიცირებული ვენახის ყურძენი და თან ახალგაზრდა ვენახი არის, გადავწყვიტეთ რომ წელს ის სერტიფიცირებული ყურძნის სერტიფიცირებული გადამუშავება არ გაგვეკეთებინა და უბრალოდ გადავამუშავეთ. 2025 წელს ვთვლით რომ უკვე გადამუშავების სერტიფიცირებაც გავაკეთოთ და ჩვენი პირველი ბიო ღვინო გამოვუშვათ“, - ამბობს კომპანიისდამფუძნებელი, ზუკა მაისაშვილი.
უახლესი
1 საათის წინ
,,ზარბაზანი" ჰორეკა სექტორში პარტნიორობას აფართოებს