ზამთარსა და სიცივეში ავტომობილს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ერთ-ერთი დეტალი, რომელზედაც დაბალი ტემპერატურა უარყოფითად მოქმედებს - აკუმულატორია. ავტოექსპერტები გვირჩევენ, რომ ზამთარში აუცილებლად შევამოწმოთ აკუმულატორი და დავრწმუნდეთ, რომ მისი რესურსი არ ამოწურულა.
„არ მოატყუო ზამთარი“ – „თეგეტა მოტორსის“ საკომუნიკაციო მესიჯი სწორედ ავტომობილზე ზრუნვის მოტივით შეიქმნა და მის ფარგლებში კომპანია მომხმარებელს არაერთ აქტივობას სთავაზობს. მათ შორის ერთ-ერთია სპეციალური შეთავაზებები აკუმულატორებზე, რომელიც „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებსა და Tegeta Shop-ზე დახვდება მომხმარებელს.
20%-იანი ფასდაკლება Tegeta Shop-ის აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება, ხოლო ფილიალებში მომხმარებელს ასევე 20%-იანი ფასდაკლებით Varta-ს ბრენდის პრემიუმ ხარისხის პროდუქტის შეძენა შეუძლია. იანვრის ბოლომდე შეთავაზება მოქმედებს თურქული წარმოების, ყველაზე ხელმისაწვდომ და მაღალხარისხიან Macpower-ზე, ის მომხმარებელს „თეგეტა მოტორსის“ფილიალებში სპეციალურ ფასად დახვდებათ.
ივა კალოიანი, „თეგეტა მოტორსის“ აკუმულატორების პროდუქტის უფროსი ოფიცერი: „აკუმულატორთან დაკავშირებული პრობლემები განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში იჩენს თავს, როდესაც ტემპერატურა მკვეთრად იკლებს. ასეთ დროს შესაძლოა, აკუმულატორი მწყობრიდან გამოვიდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მისი რესურსი უკვე დაბალია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მისი პერიოდული შემოწმება და, საჭიროების შემთხვევაში, ახლით ჩანაცვლება.
აკუმულატორის რესურსის ამოწურვაზე რამდენიმე დეტალი მიგვანიშნებს: თუ ავტომობილი რამდენიმე მცდელობის შემდეგ იქოქება, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ აკუმულატორი დასუსტებულია და დროა, შეიცვალოს. ელექტროსისტემების შეფერხება - განათების ინტენსივობის კლება, კონდიციონერის მუშაობის პრობლემები ან მულტიმედიასისტემის უცაბედი გათიშვა შესაძლოა, მიუთითებდეს, რომ აკუმულატორი ვერ ახერხებს საჭირო რაოდენობით ელექტროენერგიის მიწოდებას. აკუმულატორის ინდიკატორის ანთება - თუ ავტომობილის პანელზე აკუმულატორის ინდიკატორი აინთო, ეს მისი მდგომარეობის შემოწმების მანიშნებელია“.
„თეგეტა მოტორსი“ საქართველოში 300-მდე მსოფლიო ბრენდს წარმოადგენს და მათ შორის არიან აკუმულატორების პრემიუმ ბრენდები. მაგალითად, გერმანული Varta, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხით, თანამედროვე სტანდარტებითა და საიმედოობით. მსოფლიოში ცნობილი ისეთი საავტომობილო მარკები, როგორებიცაა BMW და Merzedes, სწორედ Varta-ს ორიგინალი აკუმულატორებით არის აღჭურვილი. გარდა ამისა, ევროპაში წარმოებულ ყოველ მეხუთე ახალ ავტომობილზე Varta-ს აკუმულატორია დამონტაჟებული. „თეგეტაში“ ამ ბრენდის პროდუქციის დიდი არჩევანია როგორც ელექტრული, ისე ჰიბრიდული და სტარტ-სტოპ სისტემის ავტომობილებისთვის;
Energizer - აკუმულატორების ამერიკული ბრენდია, რომელიც წარმოებაში იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს და გამოირჩევა გახანგრძლივებული საექსპლუატაციო პერიოდით;
Exide – ეკომეგობრული პროდუქციით ცნობილი ამერიკული ბრენდი, გლობალური ლიდერია აკუმულატორების წარმოებაში. „თეგეტა მოტორსში“ წარმოდგენილია Exide-ის სრული ასორტიმენტი ყველა ასაკისა თუ ტექნოლოგიის ავტომობილისთვის;
FIAMM - იტალიური ბრენდია, რომელიც უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს. პარტნიორობს Fiat-თან და Ferrari-სთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ავტომობილების წარმოებისას სწორედ FIAMM-ის აკუმულატორები მონტაჟდება.
Monbat - ბულგარეთში წარმოებული, შედარებით ბიუჯეტური, უმაღლესი ხარისხის ბრენდია, რომელთანაც „თეგეტა მოტორსი“ 2010 წლიდან თანამშრომლობს. გამოირჩევა გამძლეობითა და ხარისხით.
Macpower - ეს არის თურქული წარმოების, ყველაზე ხელმისაწვდომი და მაღალხარისხიანი პროდუქტი.
ამ და სხვა პრემიუმ ბრენდების აკუმულატორების შეძენა „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებსა და Tegeta.shop-ზეა შესაძლებელი. მათ შერჩევაში მომხმარებელს კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე წარმომადგენლები დაეხმარებიან.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
უახლესი