დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,ზარბაზანი" ჰორეკა სექტორში პარტნიორობას აფართოებს

,,ზარბაზანი" ჰორეკა სექტორში პარტნიორობას აფართოებს

24-01-2025 12:00:00

ქართული ღვინის კოსმეტიკურ ბრენდი ,,ზარბაზანი" სასტუმრო და ჰორეკა სექტორში პარტნიორებს ზრდის. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ალექსანდრე ბოლქვაძე აღნიშნავს, „ზარბაზანი“ აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს ფარმაცევტულ სექტორთან.


„ჰორეკა სექტორში სასტუმროების რაოდენობა გაიზარდა. ახლა დაახლოებით 80-მდე სასტუმროსთან ვმუშაობთ.  ჩვენ პარალელურად, აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ფარმაცევტულ სექტორთან . დღესდღეობით ფარმა ჰაუსის ყველა ფილიალში ვართ,  მაგრამ სულ მალე ვიქნებით ავერსის სამოცამდე ფილიალში. გეგმები არის, რომ თანამშრომლობა დავიწყოთ  პსპ-თან და სხვა კომპანიებთან. ეს სამუშაო პროცესი მიმდინარეობს ბოლო სამი თვის განმავლობაში. მოგეხსენებათ, ეს სექტორი ძალიან მოთხოვნადია და თავისი სპეციფიკით გამოირჩევა. შესაბამისად, ხდება პროდუქციის ხარისხის სერტიფიკატების მომზადება, რომ ამ სექტორში შევიდეთ. რაც შეეხება, საექსპორტო საქმიანობას ჯერ-ჯერობით არ ვმუშაობთ ამ მიმართულებით, აქცენტი გადატანილი გვაქვს შიდა ბაზარზე“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ალექსანდრე ბოლქვაძე.

სასტუმროების სექტორში დიდი მოთხოვნით სარგებლობს ,,ამენითები" (საპონი, შამპუნი, შხაპის გელი), რაც შეეხება ფარმაცევტულ სექტორს ტანის ზეთი, ლოსიონი და სკრაბია განსაკუთრებულად მოთხოვნადი პროდუქტები.

„რადგანაც ძირითადი გათვლა გვაქვს ერთის მხრივ სასტუმროებზე, შევდივართ ჩვენ როგორც ,,ამენითი" (შამპუნი, შხაპის გელი და თხევადი საპონი). სასტუმროში როდესაც შედიხართ ძირითადად შამპუნზე, შხაპის გელზე და თხევად საპონზეა გათვლა. აი ეს არის სამი ყველაზე ძირითადი პროდუქტი. რა თქმა უნდა ზოგიერთი კონდიციონერს მოითხოვს, ზოგიერთი ლოსიონს, მაგრამ მცირე რაოდენობით. ძირითადი არის შამპუნი, შხაპის გელი და თხევადი საპონი.  რაც შეეხება ფარმაცევტულ სექტორს, იქ გათვლა გვაქვს პრემიუმ ხარისხის პროდუქტებზე. რა არის პრემიუმ ხარისხის პროდუქტი? ეს არის სამასაჟე ზეთი, ეს არის ლოსიონი და სკრაბი -  ეს არის ნიშური პროდუქტები, რომელიც შედარებით უფრო ძვირია ვიდრე, სტანდარტული პროდუქტები. თითოეულ ქსელში ჩვენ შეიძლება კონკურენციაში შევიდეთ 200 სხვა უცხოურ კომპანიასთან, რომლებიც ხარისხითაც ძალიან კარგია და უფრო დიდი ხანია არსებობენ. ყველაზე მოთხოვნად პროდუქტს რაც შეეხება განსხვავებულის სექტორების ჭრილში სექტორს გააჩნია“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ალექსანდრე ბოლქვაძე. 

2024 წელი კომპანიისთვის მზარდი იყო. ბევრი სამუშაო ჩატარდა იმისთვის რომ პროდუქციის ხარისხი გაუმჯობესებულიყო. 

„2024 წელი იყო მზარდი კომპანიისთვის. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ რომ პროდუქციის ხარისხი გაუმჯობესებულიყო.  შევცვალეთ ტექნოლოგი და მიმდინარე ეტაპზე გვყავს ტექნოლოგების ჯგუფი. პრინციპში ორი მთავარი ტექნოლოგი გვყავს, რომელიც ამ საქმეს სერიოზულად ეკიდება და მათ მუდმივ განვთარებასა და პროფესიულ ზრდაზე ვზრუნავთ. სერიოზული ნაბიჯები გადავდგით ფარმაცევული სექტორის დაკავებისკენ. 2024 წლის შეჯამებისთვის ვიტყვი, რომ  მიუხედავად ყველაფრისა, ზრდისკენ იყო ორიენტირებული და ზრდა ჰქონდა კომპანიას.

2025 წელთან დაკავშირებით ოპტიმიზმით ვართ განწყობილნი, მაგრამ ფრთხილი ოპტიმიზმით“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი ალექსანდრე ბოლქვაძე.

ავტორი:

მარიამ ბახტაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები