დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ღვინის ეროვნული სააგენტო ევროკავშირის პროექტში „Eco2Wine“ ერთვება

ღვინის ეროვნული სააგენტო ევროკავშირის პროექტში „Eco2Wine“ ერთვება

06-07-2023 12:54:15

ევროკავშირის პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“  სასწავლო  პროექტი „Eco2Wine” მიზნად ისახავს  მეღვინეობაში გლობალური ინოვაციებისა და კომუნიკაციის გაძლიერებას. პროექტის განხორციელება 2023 წლის ბოლოს დაიწყება.

მილანის უნივერსიტეტის მიერ კოორდინირებული Eco2Wine-ის პარტნიორები არიან საქართველოს, იტალიის, გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, სლოვენიის და სამხრეთ აფრიკის ქვეყნები და შესაბამისი უნივერსიტეტები: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მილანის უნივერსიტეტი, ბურგუნდიის უნივერსიტეტი, გაიზენჰაიმის უნივერსიტეტი, პერუჯის უნივერსიტეტი, ლუბლიანას უნივერსიტეტი, კადისის უნივერსიტეტი და სტელენბოშის უნივერსიტეტი და ესპანეთის ეროვნული კვლევების საბჭო

პროექტში თითოეული ქვეყნიდან ასევე ჩართულია არიან ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლები, მათ შორის, საქართველოს მხრიდან, ღვინის ეროვნული სააგენტო და შპსღვინის კომპანია შუმი”.  

პროექტის საქმიანობა წარიმართება უახლესი კვლევების განხორციელების, დოქტორანტების კვალიფიკაციის ამაღლებისა და მეღვინეობის ახალი მიდგომების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიმართულებებით.

პროექტის Eco2Wine სამეცნიერო კუთხით მიზანს კი, წარმოადგენს ღვინის დაყენების დროს წარმოქმნილი მიკრობული ურთიერთქმედებების ინოვაციურ ინსტრუმენტად გამოყენება. ამასთან ერთად, პროექტის ძირითადი ამოცანაა ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა ღვინოების წარმოების, ვენახის მოვლის მეთოდების გაუმჯობესებისა და მომხმარებლებისთვის ღვინის მეტი არჩევანის შეთავაზების ხელშეწყობა.

პროექტი ფოკუსირებული იქნება უახლეს მეცნიერულ მიღწევებზე; ის ასევე გამოიყენებს შემოქმედებით მიდგომებს საზოგადოებრივი კომუნიკაციისა და ჩართულობის კუთხით, რაც მოიცავს ციფრულ ფორმატში ისტორიების თხრობას, ვირტუალურ ჩვენებებს, მეცნიერება-ხელოვნების კავშირებს, ასევე, მცდელობებს, ჩართოს შესაბამისი საზოგადოებრივი ჯგუფები ახალი იდეების შექმნაში.

პროექტის ღირებულება 2,4 მილიონი ევრომდეა და ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდება.

მარშალ გელოვანის 32, 0159, საქართველო, თბილისი. T: +995 32 974103. , www.wine.gov.ge,

E: info@wine.gov.ge

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები