დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გაყიდვების 90%-ი თბილისზე მოდის - „გურჯაანის ჩურჩხელა“

გაყიდვების 90%-ი თბილისზე მოდის - „გურჯაანის ჩურჩხელა“

24-10-2024 10:00:00

„გურჯაანის ჩურჩხელა“, რომელიც ბაზარზე ორი სახეობის თხილის და ნიგვზის ჩურჩხელითაა წარმოდგენილი, მიმდინარე წელს გაყიდვების ზრდას ელოდება. როგორც „გურჯაანის ჩურჩხელის“ დამფუძნებელი მანანა ტურიაშვილის განმარტავს, რეალურად ჩურჩხელის სეზონი ახლა დაიწყო და შესაბამისად ამ დროისათვის გაყიდვებიც შედარებით ნაკლებია, თუმცა საახალწლოდ იზრდება.

თუმცა როგორც მიკრომეწარმე მანანა ტურიაშვილი განმარტავს შარშანდელთან შედარებით გაყიდვები ოდნავ გაზრდილია. 

მიმდინარე წელს „გურჯაანის ჩურჩხელას“ პროდუქციის გაძვირებაც მოუწია და 3,5 ლარის ნაცვლად ჩურჩხელას 4 ლარად ყიდის.

ირკვევა, რომ „გურჯაანის ჩურჩხელის“ მაგალითზე ყველაზე პოპულარული ნიგვზის ჩურჩხელაა და სერთო გაყიდვებში 90%-ს სწორედ ნიგვზის ჩურჩხელას უკავია. 

ჰყავს როგორც ძველი ერთგული კლიენტები, ისე აქტიურად მიდის მუშაობა ახალი კლიენტების მოზიდვაზე და ამ მიზნით „გურჯაანის ჩურჩხელამ“ „გურჯაანის ღვინის ფესტივალშიც“ მიიღო მონაწილეობა. 

„ზოგადად ჩურჩხელების გაყიდვებს ოდნავ გვიანს ვიწყებთ, მაგრამ წელს ცოტა ადრე დავიწყეთ. „გურჯაანის ღვინის ფესტივალზეც“ კარგად გაიყიდა ჩვენი ჩურჩხელები. ძალიან ბევრს არ ვაწარმოებ, მაგრამ თუ გაყიდვები გაიზრდება წარმოებასაც გავაფართოებ. შეკვეთების ძირითადი ნაწილი, 90%-ი თბილისიდან შემოდის. 

წელს შარშანდელთან შედარებით ფასების 50 თეთრით გაძვირება მომიწია. თუ შარშან ნატურალურ ჩურჩხელას 3,50 ლარად ვყიდდი, წელს უკვე 4 ლარია. კი შარშანაც ყიდდნენ 4 ლარად, მაგრამ მე ჩემს ძველ და ერთგულ მომხმარებლებს მაინც 3,50 ლარად ვაძლევდი და ვეხადე არ გამეძვირებინა“, - აცხადებს  მანანა ტურიაშვილი.

„გურჯაანის ჩურჩხელა“ უკვე საახალწლო შეკვეთების მისაღებად ემზადება, რათა ჩურჩხელის წარმოებას და შესაბამის კონდენციამდე მიყვანას გარკვეული დრო ესაჭიროება. როგორც მანანა ტურიაშვილი ამბობს, საახალწლოდ ჩურჩხელებს წინასწარი შეკვეთების მიხედვით ამზადებს. 

გასულ წელს, შემოდგომიდან ახალ წლამდე „გურჯაანის ჩურჩხელამ“ 1000-ზე მეტი ჩურჩხელის რეალიზაცია მოახდინა. ცხადია.

„გურჯაანის ჩურჩხელა“ წლების უკან სუპერმარკეტების ქსელ „სპარშიც“ იყიდებოდა, თუმცა როგორც მანანა ტურიაშვილი ამბობს ქსელში პროდუქცია კარგად იყიდებოდა, თუმცა გადახდას აგვიანებდნენ. ამიტომ „გურჯაანის ჩურჩხელების“ რეალიზაცია შეკვეთების ხარჯზე ხდება. 


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები