საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა, რაც თანხვედრაშია ჩვენს მოლოდინთან, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაშია ნათქვამი.
ჯამურად, 2023 წლის პირველ 8 თვეში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 7.0%-ით გაიზარდა.
აგვისტოში ზრდა დაფიქსირდა საფინანსო საქმიანობის, მშენებლობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და ვაჭრობის დარგებში.
ამასთან, რეალური ზრდა შემცირდა უძრავი ქონების, ტრანსპორტის და ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგებში.
„ჩვენი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით გაიზრდება 2023 წელს“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
იგივე თემაზე:
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა
უახლესი
38 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია