დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფოთის პორტში კონტეინერების დამუშავების მაჩვენებელი გაზრდილია

ფოთის პორტში კონტეინერების დამუშავების მაჩვენებელი გაზრდილია

12-12-2023 16:00:32

ფოთის პორტში კონტეინერების დამუშავების მაჩვენებელი გაზრდილია. „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მონაცემებით, მათ მიერ 2023 წლის 11 თვეში 548,771 TEU კონტეინერი დამუშავდა, რაც წლიურად 72%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.  

საანგარიშო პერიოდში დამუშავდა 75 050 ავტომობილი, მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 80%-იან ზრდას აჩვენებს. 
ამავდროულად გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც. „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ 61%-ით მეტი, ანუ 306 საკონტეინერო გემი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ პორტის გაფართოება-განვითარებას გეგმავს, რაზეც დაახლოებით 200 მლნ დოლარის ინვესტიციის დაბანდება იგეგმება. პროექტის განხორციელების შედეგად პორტი 65 000 ტონიან გემების მომსახურებას შეძლებს. ამ დროისთვის პორტის მმართველი კომპანია ეკონომიკის სამინისტროსგან საბოლოო დასტურს ელოდება. 

წინასწარი ინფორმაციით, ფოთის პორტის გაფართოების პროექტის დაწყება 2024 წლის პირველ ნახევარში იგეგმება, პროექტი ორ ფაზად იყოფა და პირველი ეტაპი სავარაუდოდ 2026 წლის პირველ კვარტალში დასრულდება და ის საკონტეინერო ტერმინალის განვითარებას და ტვირთების გაზრდის შესაძლებლობას შექმნის.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები