ფეროშენადნობების ექსპორტი 52%-ითაა შემცირებული. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარში ქვეყნიდან 19,670.55 ტონა ფეროშენადნობები გავიდა, 2023 წლის იანვარში კი 40,829.05 ტონა, შესაბამისად კლება 51.8%-ია.
იანვარში ექსპორტირებული ფეროშენადნობების საერთო ღირებულება 19,420.60 ათასი დოლარი იყო, გასული წლის იანვარში კი 50,814.81 ათასი დოლარი, ამ შემთხვევაში შემცირება 62%-ის დონეზეა.
2024 წლის იანვარში საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი 14 ბაზარზე განხორციელდა, თუმცა ლიდერი თურქეთია, რომელზედაც ამ ნედლეულის ექსპორტის 55%-ი მოდის.
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველომ ყველაზე მეტი რაოდენობის ფეროშენადნობების ექსპორტი განახორციელა:
უახლესი
1 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება