ფეროშენადნობების ექსპორტი 44%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ექსპორტზე 140,056.39 ათასი დოლარის ღირებულების 115,837.46 ტონა ფეროშენადნობები გაიტანა, მაშინ როდესაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტზე 431,617.46 ათასი დოლარის ღირებულების 208,441.27 ტონა ფეროშენადნობები გავიდა.
ბოლო რამდენიმე წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ ფეროშენადნობების ექსპორტის ექსპორტმა მაქსიმუმს 2021 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყნიდან 299,384.71 ტონა ფეროშენადნობები გავიდა.
მიმდინარე სტატისტიკით კი ფეროშენადნობების ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი აშშ-ა, რომელზეც მთლიანი ფეროშენადნობების ექსპორტის 35%-ი მოდის. არსებული მაჩვენებლებით საექსპორტო ბაზრებს შორის მეორე ადგილზეა რუსეთი (31%), ხოლო მესამეზე თურქეთი (21%).
TOP-10 ქვეყანა, სადაც საქართველო ფეროშენადნობების ექსპორტს ახდენს:
უახლესი
5 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა7 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა