წლის ბოლო გალერია თბილისი • Galleria Tbilisi-სთვის საკმაოდ „ცხელი პერიოდია“, რადგანაც „შავ პარასკევთან“ ერთად Galleria Tbilisi საკუთარ დაბადების დღესაც აღნიშნავს.
როგორც Business Insider Georgia-სთან Galleria Tbilisi-ს კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა ნინი ადუაშვილმა განაცხადა, დაბადების დღეს „გალერია თბილისი“ 2 დღის განმავლობაში 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს აღნიშნავს და მომხმარებელს „შავი პარასკევის“ შეთავაზებების პარალელურად, ულიმიტო 30%-იანი ქეშბექიც შესთავაზებს.
„ბოლო წლებია რაც მომხმარებელი აქტიურად ელოდება წლის ყველაზე დატვირთულ პერიოდს ფასდაკლებების კუთხით და ეს სწორედ ნოემბრის ბოლო ე. წ შავი პარასკევის პერიოდია. შესაბამისად, მოლოდინი იმის, რომ მიმდინარე კვირა იქნება საკმაოდ დატვირთული დიდია, მითუმეტეს რომ „შავი პარასკევის“ შემდგომ 30 ნოემბერსა და 1-ელ დეკემბერს „გალერია თბილისი“ ორი დღის მანძილზე აღნიშნავს დაბადების დღეს. აღნიშნული ორი დღის მანძილზე მომხმარებელს შესთავაზებს ულიმიტო 30% ქეშბექს, სადაც პარალელურად იმოქმედებს „შავი პარასკევის“ შეთავაზებებიც, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა“, - განმარტავს ნინი ადუაშვილი.
აღსანიშნავია, რომ დღეისთვის სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილია 150-მდე ობიექტი, საუბარია როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბრენდებზე. Galleria Tbilisi რითეილის მიერ 100%-ითაა ათვისებული.
„ამ ეტაპზე „გალერია თბილისში“ არ არის დარჩენილი არცერთი გასაქირავებელი ფართი და სავაჭრო ცენტრი მუშაობს სრული დატვირთვით. თუმცა მოლაპარაკებები ყოველთვის ხდება ისეთ ბრენდებთან, რომლებიც ამ დრომდე არ არიან საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილნი“, - აცხადებს Galleria Tbilisi-ს კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელი.
საგულისხმოა, რომ „გალერია თბილისში“ სტანდარტული დღეების ჭრილში, ვიზიტორების დღიური მაჩვენებელი15 000-მდეა, ხოლო შაბათ-კვირას შედარებით მომატებული ტრაფიკია. „გალერია თბილისის“ვიზიტორების დაახლოებით 20%-ს უცხოელები შეადგენენ.
უახლესი