დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა

ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა

21-11-2024 19:00:00

ბიტკოინის ფასმა ყველა დროის ახალ მაჩვენებელს მიაღწია და $97000-ს გადააჭარბა.

Coindesk-ის მონაცემებიდან, დილით ზრდა 5,66%-ით, 97,5 ათას დოლარამდე იყო, შემდეგ კი 98 ათასს მიაღწია.

კრიპტოვალუტამ გაძვირება დაიწყო 5 ნოემბერს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ.

Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ ტენგმა იწინასწარმეტყველა კრიპტოვალუტების ოქროს ხანა მას შემდეგ, რაც ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში 10X-მა გამოთვალა, რომ 2025 წლის 27 იანვრისთვის მიმდინარე კურსიდან $73 ათასიდან 40%-იანი ზრდა იქნება და კრიპტოვალუტის ფასი $101 ათასს მიარწევს. 

TradingView-ის ცნობით, 29 ოქტომბერს ბიტკოინის ბაზრის წილმა 60%-ს გადააჭარბა. 2021 წლის მარტიდან ინდიკატორი ასეთ მაღალ ნიშნულზე არ ყოფილა. 

ბოლო მონაცემებით ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ 940 მილიარდ დოლარს აღწევს. 

Bitcoin-ი ვირტუალური ვალუტაა, ბლოკჩეინი - გადახდის სისტემა. ინფორმაცია განთავსებულია ათასობით კომპიუტერში, ბლოკების სახით. მისი წაშლა ან შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. Bitcoin-ის უარყოფითი მხარე მისი ზედმეტად სწრაფი მერყეობაა. 

Bitcoin-ი სატოში ნაკამოტომ გამოიგონა. ის ქსელში 2009 წლიდან ჩაეშვა.

ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, რომელიც რამდენიმე წელიწადში 200 მილიონი პროცენტით გაიზარდა. 

2024 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 16 წლის გახდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები