დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
FATF-მა რუსეთს წევრობა შეუჩერა

FATF-მა რუსეთს წევრობა შეუჩერა

25-02-2023 09:37:12

FATF-მა (ფინანსური ჯგუფი ფულის გათეთრების წინააღმდეგ) რუსეთს ორგანიზაციის წევრობა განუსაზღვრელი ვადით შეუჩერა.

რუსეთის ფედერაციამ ორგანიზაციის წევრის ყველა უფლება დაკარგა. 

ეს, სხვა საკითხებთან ერთად, შეზღუდავს მის წვდომას გლობალურ ეკონომიკაზე, გაზრდის რუსეთის ფედერაციასთან ბიზნესის კეთების ღირებულებასა და, როგორც ეკონომიკური ექსპერტები განმარტავენ, ფაქტობრივად მას უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსების შესაძლებლობას ართმევს.

გადაწყვეტილება FATF-ის სამუშაო ჯგუფების პლენარული სხდომისა და შეხვედრების შედეგების შეფასების შემდეგ მიიღეს, რომელშიც უკრაინის სახელმწიფო ფინანსური მონიტორინგის სამსახურიც მონაწილეობდა.

„FATF-ი კატეგორიულად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ დაპყრობით ომს... FATF-მა მიიღო გადაწყვეტილება, ორგანიზაციაში რუსეთის წევრობის შეჩერებით ამ ქვეყანაში სანქციები გამკაცრდეს“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

FATF-ი ევროკომისიის მონაწილეობით პარიზის G7-ის შეხვედრის დროს 1989 წლის ივლისში შეიქმნა. რუსეთის ფედერაცია ჯგუფის წევრად 2003 წელს მიიღეს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები