სატვირთო გადამზიდავ კომპანია Sky Logistics-ში განხორციელებული რებრენდინგის შემდეგ, კომპანია ბაზარზე SKYLOG-ის სახელითაა წარმოდგენილი და მომხმარებლებს ახალ მიმართულებებს და შესაძლებლობებს სთავაზობს. 8 წლიანი საქმიანობის შედეგად კომპანია საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზრის 7,5%-ის მფლობელია.
SKYLOG-ის დამფუძნებლის გიორგი ზუმბაძის განმარტებით, გარდა საჰაერო და საზღვაო გადაზიდვებისა კომპანია მაქსიმალურად გააძლიერებს სახმელეთო გადაზიდვებსაც. ამისათვის კი SKYLOG-მა ორი პროექტს ამუშავებს, რომლის მიხედვითაც შემოდგომამდე ჩინეთიდან საქართველოში ნაკრები ტვირთების ტრანსპორტირებას სახმელეთო გზით მოახდენს, ხოლო შემოდგომიდან კი ევროპიდან საქართველოში უზრუნველყოფს სახმელეთო გზით ნაკრები ტვირთების ტრანსპორტირებას და პირიქით.
„SKYLOG-ი ჩვეულებრივ რეჟიმი აგრძელებს თავის საქმიანობას საჰაერო ტვირთების მიმართულებით მთელს მსოფლიოში, თუმცა ძირითადი მიმართულება მაინც არის აზია-საქართველოს მიმართულება, სადაც ჩვენი აქტივობა ყოველთვის იყო და არის საჰაერო ტვირთების როგორც ჩარტერული ასევე რეგულარული რეისებით ტრანსპორტირება Silk Way West Airlines-თან პარტნიორობით. ასევე, ვაგრძელებთ ჩარტერული რეისების განხორციელებას ურუმჩიდან და ჰონკონგიდან თბილისის მიმართულებით, რასაც 2020 წლიდან ვაკეთებთ. თუმცა სამომავლოდ ეს მიმართულება კიდევ უფრო გააქტიურდება და სიხშირეები დაემატება.
რამდენიმე წელია ჩვენი კომპანია საზღვაო ტვირთების ტრანსპორტირებითაა დაკავებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ჩინეთიდან როგორც მთლიანი, ასევე ნაკრები ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით.
ასევე ვაპირებთ, რომ მომხმარებლებს ახალი მარშრუტები შევთავაზოთ, რათა ქვეყანაში ტვირთი დროულად ჩამოვიდეს. ბოლო პერიოდის დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ ნოვოროსიისკის პორტის დაკეტვის გამო ფოთის მიმართულება ძალიანაა გადატვირთული და ჩინეთიდან ტვირთების ზღვით ტრანსპორტირებას ნაცვლად 45 დღისა ლამის 70 და 90 დღე სჭირდება. ამიტომ ახლა ალტერნატიულ მარშუტებზე მიმდინარეობს მუშაობა, რომ ჩინეთიდან საქართველოში ტვირთი ისევ 45 დღეში იყოს და ამის გამო არ გაძვირდეს ტრანსპორტირება.
გარდა ამისა ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით სარკინიგზო გადაზიდვების კუთხით.
ვამუშავებთ ასევე ორ პროექტს, საუბარია ჩინეთიდან ნაკრები ტვირთების საავტომობილო რეგულარული რეისებით ჩამოტანაზე. კვირაში ერთი რეისი იქნება და ეს ტვირთი არ გაივლის რუსეთს. ჩინეთიდან ტვირთი შემოვა ყაზახეთში და აზერბაიჯანის გავლით მოხვდება საქართველოში. რაც ამცირებს რისკებს, იმ სიტუაციის გათვალისწინებით, რაც ჩვენს რეგიონში ხდება. ამისათვის კი ჩინეთში გუანჯოუში არსებულ საწყობს დაემატება კიდევ 2 ლოკაცია: ივუ და ურუმჩი.
ამჟამად ბოლო დეტალების დამუშავება მიმდინარეობს. ვიცით, რომ კონკურენცია არის, მაგრამ ჩვენ ჩვენი ხარისხის და გამოცდილებიდან გამომდინარე შევთავაზებთ შესაბამის პროდუქტს და დავიმსახურებთ მომხმარებლებს ნდობას, როგორც ეს საჰაერო ტვირთების შემთხვევაშია.
ასევე ვამუშავებთ ევროპიდან საქართველოში ტვირთების ტრანსპორტირების პროექტს, საუბარია ნაკრები ტვირთების ხმელეთით ტრანსპორტირებაზე. მუშაობა აღნიშნულ პროექტზე ინტენსიურად წარმოებს და ამ ეტაპზე პარტნიორებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს საწყობებთან დაკავშირებით, სადაც მოხდება ტვირთის შეკრება და შემდეგ საქართველოში ჩამოტანა.
ევროპიდან სახმელეთო გზით ნაკრები ტვირთების ტრანსპორტირება მოხდება ორი ლოკაციიდან სავარაუდოდ გერმანიიდან და სერბეთიდან“, – აცხადებს SKYLOG-ის დამფუძნებელი გიორგი ზუმბაძე.
აღსანიშნავია, რომ სატვირთო გადამზიდავი კომპანია „სქაი ლოჯისთიქსი“ 2015 წელს ჩამოყალიბდა
დღეს კომპანია ბაზარზე SKYLOG სახელითაა წარმოდგენილი და არის ერთ-ერთი მძლავრი და ასევე წლიდან წლამდე მზარდი კომპანია გადაზიდვების ბაზარზე.
SKYLOG საჰაერო გზით ტვირთების გადაზიდვებს ახორციელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: ჩინეთი, აშშ, ევროპა, აზიისა და არაბული ქვეყნები – კომპანია SKYLOG- მოიცავს ფართო არეალს სადაც ახორციელებს ტვირთების იმპორტ-ექსპორტს.
პროფესიონალების გუნდი კლიენტებს 24 / 7 ზე ემსახურება.
კომპანია SKYLOG საქართველოში ტვირთების ჩამოტანის პარალელურად ახორციელებს ტვირთების ტრანზიტს უკრაინაში, მოლდოვაში, სომხეთში, ისრაელში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში და ა.შ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
კომპანია SKYLOG არის პირველი კომპანია, რომელმაც მსოფლიო პანდემიის პერიოდში ჩარტერული რეისებით ტვირთები ჩამოიტანა საქართველოში.
მსოფლიო „ლოკდაუნის“ პირობებში ურთულესი ბარიერების მიუხედავად კომპანიამ ლოგისტიკის კუთხით ურთულესი ამოცანების გადაჭრა და უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელება უზრუნველყო.
კომპანია SKYLOG საჰაერო გზით ტვირთების გადაზიდვებს ახორციელებს სხვადასხვა სიმძლავრის ბოინგის ტიპის სატვირთო თვითმფრინავებით და თანამშრომლობს სხვადასხვა ავიაკომპანიებთან.
SKYLOG-ი ახორციელებს მულტიმოდალურ გადაზიდვებს, საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდება ორი ან მეტი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით, როგორც საჰაერო ასევე საზღვაო, სარკინიგზო და სახმელეთო ტრანსპორტის საშუალებით.
უახლესი