ევროკავშირმა რუსეთის თხევად ბუნებრივ აირზე სანქციები დააწესა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროპული ბლოკის სანქციების პაკეტი რუსულ გაზსაც შეეხო. ევროკავშირის მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვების თანახმად, ევროპის პორტებიდან რუსული თხევადი გაზის რე-ექსპორტი აიკრძალება, თუმცა თავად ევროპის ქვეყნებში რუსეთის მიერ თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტი არ შეიზღუდება.
სააგენტო Reuters-ი ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ სანქცია მოსკოვზე დიდ გავლენას არ მოახდენს, რადგან ევროკავშირის პორტებიდან აზიაში რე-ექსპორტი რუსეთის თხევადი ბუნებრივი აირის საერთო ექსპორტის მხოლოდ 10%-შეადგენს.
უახლესი