დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროკავშირის მხარდაჭერით სოციალური მეწარმეობის მე-12 ფორუმი გაიმართება

ევროკავშირის მხარდაჭერით სოციალური მეწარმეობის მე-12 ფორუმი გაიმართება

06-11-2023 17:03:46

ევროკავშირის მხარდაჭერით, სოციალურ საწარმოთა ალიანსი 8 ნოემბერს სოციალური მეწარმეობის მე-12 ფორუმს სასტუმრო სტამბაში გამართავს.

სოციალური მეწარმეობის ფორუმის მიზანია სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და სფეროში მიმდინარე სიახლეების გაცნობა. ფორუმი სოციალურ მეწარმეებსა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შორის საქმიანი კავშირების დამყარებისა და გაძლიერების საშუალებას იძლევა. 

ღონისძიება რამდენიმე საკითხსა და ფორმატს გააერთიანებს და მოსულ სტუმრებს საშუალებას მისცემს
იმსჯელონ სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარებაზე.

ფორუმის ფინალური ნაწილი წლის სოციალური საწარმო 2023-ის გამოვლენას დაეთმობა. 7-წევრიანი ჟიურის გადაწყვეტილებით ფინალისტი სოციალური საწარმოები ,,თავისუფალი სივრცე“, ,,ედენა“ და ,,იკორთა“ არიან.  გამარჯვებული მიიღებს ,,წლის სოციალური საწარმოს“ სტატუსს და ფულად ჯილდოს საწარმოს განვითარებისთვის.  

სოციალური მეწარმეობის ფორუმი ევროკავშირის  მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ,,სოციალური მეწარმეობა მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში იმართება.
სოციალური მეწარმეობის ფორუმს და, ზოგადად, სოციალურ მეწარმეობას საქართველოში ევროკავშირი აქტიურად აძლიერებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სფეროს განვითარებაში. 

სოციალური მეწარმეობის ფორუმი 2012 წლიდან იმართება და ის ყოველწლიური ღონისძიებაა. 2017 წლიდან კი ფორუმზე წლის სოციალური საწარმო ვლინდება. 

სოციალური მეწარმეობის ფორუმი იმართება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: სოციალურ საწარმოთა ალიანსი (SEA), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (GCDA), საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (DDUG), ევროპული ვენჩურული ფილანტროპიის ასოციაცია (EVPA), ახალგაზრდობის სააგენტო.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები