ეს იყო რეალურად რადიკალური ოპოზიციის ერთადერთი მიზანი, რომ მოკლევადიანი ეკონომიკური პრობლემა მაინც შეექმნათ ჩვენი ქვეყნისთვის, - ასე გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტურისტული სექტორის წარმომადგენლების განცხადებას, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ჯავშნები უქმდება.
პრემიერმა თქვა, რომ უცხოელი ტურისტების ქცევა ლოგიკურია, რომ მათ არეულობის ფონზე მას უქრება მოტივაცია, რომ ესტუმროს საქართველოს.
„ეს იყო რეალურად რადიკალური ოპოზიციის ერთადერთი მიზანი, რომ მოკლევადიანი ეკონომიკური პრობლემა მაინც შეექმნათ ჩვენი ქვეყნისთვის. მათ ხელისუფლება ვერ გადაატრიალეს, თუმცა მოკლე ვადიან პრობლემები რა თქმა უნდა შექმნეს. როდესაც ომის იმიტაციას ხედავს უცხოელი საქართველოში მცირდება იმის მოტივაცია, რომ ესტუმროს ჩვენს ქვეყანას.
იგივე ხდებოდა ლარის კუსთან დაკავშირებით. როდესაც ხდებოდა ეს ვითარება ლარის კურსიც გაუარესდა, გვქონდა მცირე დევალვაცია. თუმცა როგორც კი დასტაბილურდა, მაშინვე დაიწყო ლარის კურსმა დასტაბილურება. იგივე მოხდება ყველა სხვა მიმართულებით. როგორც კი რადიკალური ოპოზიცია შეწყვეტს საბოტაჟს რასაც ის ახორციელებს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ყველაფერი დასტაბილურება. განსაკუთრებული შფოთვის საგანი არ გაქვს“, - განმარტავს პრემიერი.
უახლესი
5 საათის წინ
რამდენია საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი