დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური ტენდენციები - ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური ტენდენციები - ირაკლი კობახიძე

17-12-2024 11:27:00

წლის პირველ ნახევარში გვქონდა ძალიან კარგი მაჩვენებელი, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლების შეფასებისას გააკეთა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არის თვეები, როცა ინვესტიციების მაჩვენებელი იცვლება, თუმცა ზოგადად ქვეყანაში ეკონომიკური ტენდენცია კარგია.

„მესამე კვარტალი ეს არის სექტემბრის ჩათვლით, ამიტომ ინვესტიციების შემცირებას ჩემს გადაწყვეტილებასთანა არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, წელის განმავლობაში შეიძლება ერთი კვარტალი უკეთესი იყოს ვიდრე სხვა. მთლიანობაში ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური ტენდენციები. პირველი ათი თვის ჭრილში წელს გვაქვს ზუსტად ათპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა. რა თქმა უნდა ეს ტენდენცია უნდა შენარჩუნდეს. გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური მაჩვენებლები. შესაბამისად, მთელი მთავრობა ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ არა მხოლოდ შევინარჩუნოთ, არამედ კიდევ უფრო გავზარდოთ ეკონომიკური ზრდის ტემპი“,- აღნიშნა კობახიძემ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები