„ციკოლიას“ ბუტიკებში მომხმარებლებს საახალწლოდ ბევრ სიახლეს ვთავაზობთ, ამის შესახებ Business Insider Georgia- ს ციკოლიას ბრენდის წარმომადგენელმა განუცხადა.
„ 20, 21 და 22 დეკემბერს „ციკოლიას“ ბუტიკში ნებისმიერი ვიზიტორი ვინც შეიძენს „რონიუსის “ საათს, მიიღებს 150 ლარის ფარგლებში საჩუქარს, ხოლო „ციკოლიას“ ბრენდის საათის შეძენისას 300 ლარის ფარგლებში. თუ მომხმარებლებს უფრო ძვირიანი ნივთის ყიდვა სურთ, შეუძლიათ ამ თანხის დამატება“, - აცხადებენ კომპანიაში.
საახალწლო აქციის ფარგლებში, ასევე „ციკოლიას“ ბუტიკში ნივთის შესყიდვისას ვიზიტორებს საჩუქრად გადაეცემათ სუნამოს 250 ლარიანი ვაუჩერიც.
„სუნამოს ვაუჩერი მომხმარებელს ნებისმიერ შენაძენზე გადაეცემა და სუნამოს ფასი ასეთ შემთხვევაში 549 ლარის ნაცვლად იქნება 299 ლარი იქნება“,- აცხადებენ კომპანიაში.
რაც შეეხება სიახლეებს, „ციკოლიას“ ბრენდის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ქალისა და კაცის ქამრების ხაზი დაამატეს. ასევე გასაყიდად გამოიტანეს „კოლხის“ ბრენდის ექსკლუზიური საათები.
„კოლექციას დაემატა „კოლხის“ მოდელის ექსკლუზიური ორი ოქროს საათი, რომლის ფასიც 16 500 ლარია. საათს ათი წელი აქვს გარანტია და საარანტიო წესების თანახმად მფლობელმა შესაკეთებლად მხოლოდ ჩვენს ბუტიკში უნდა მოიტანოს“, - აცხადებენ კომპანიაში.
უახლესი
48 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა