აშშ-ში სამომხმარებლო ფასები ნოემბერში წლიური ტემპით უფრო სწრაფად გაიზარდა, რაც განაგრძობს ინფლაციური ზეწოლის ხაზგასმას, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ოჯახებზე, ასევე პოლიტიკის განმახორციელებლებზე. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
ირკვევა, რომ შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) 12-თვიანი ინფლაციის დონე 2.7%- ზე ავიდა, თვიურ 0.3%-იან ზრდასთან ერთად. ეს წლიური მაჩვენებელი ოდნავ მაღალი იყო ოქტომბრის 2.6%-ზე. ძირითადი ინფლაცია, რომელიც გამორიცხავს საკვებსა და ენერგიას, წლიურად გაიზარდა 3.3%-ით და თვიურად 0.3%-ით, ხოლო წლიური მაჩვენებელი უცვლელი დარჩა ოქტომბრის დონესთან შედარებით.
„ინფლაციის ბოლო ანგარიში გავლენას ახდენს ფედერალური რეზერვის პოლიტიკაზე, ემზადებიან რა მომავალი კვირის შეხვედრისთვის. ბაზრები დიდი ალბათობით ელოდებიან, რომ ფედერალური რეზერვი 18 დეკემბერს შეამცირებს საპროცენტო განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით. ამ შემცირებას, სავარაუდოდ, იანვარში პაუზა მოჰყვება, რათა ოფიციალურმა პირებმა შეაფასონ წინა შემცირებების ეკონომიკური გავლენა. ინფლაციის მონაცემებმა გააძლიერა დეკემბრის შემცირების მოლოდინები, ხოლო ტრეიდერებმა 99%-იანი ალბათობა შეაფასეს, როგორც აჩვენა CME Group-ის FedWatch ინსტრუმენტმა“, - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის ანგარიშში.
უახლესი
15 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო15 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა15 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე