დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-ი ახერხებს ინტერვენციების გარეშეც ლარის კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფას - ირაკლი კობახიძე

სებ-ი ახერხებს ინტერვენციების გარეშეც ლარის კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფას - ირაკლი კობახიძე

17-12-2024 11:30:00

სებ-ი ახერხებს ინტერვენციების გარეშეც ლარის კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფას, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, დაძაბულობის დღეებში უმნიშვნელო ინტერვენციები გახდა საჭირო, თუმცა როგორც კი პოლიტიკურად ვითარება დასტაბილურდა, ლარმაც გამყარება დაიწყო. 

„რეალურად ამ დღეებში უმნიშვნელო ინტერვენციის, ჩარევის აუცილებლობა გახდა საჭირო. ეს არის რაც შემიძლია გითხრათ. დეტალებზე თვითონ სებ-ის გაგცემთ პასუხს. სებ-ი ახერხებს ინტერვენციების გარეშეც ლარის კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფას და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი სებ-ს ამისათვის. როგორც კი პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდა, მაშინვე თვითონ დაიწყო ლარის კურსმა გამყარება“, - განაცხადა კობახიძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა,  გვქონდა მცირე დევალვაცია, თუმცა მოვლენების დასტაბილურების პარალელურად ეროვნულმა ვალუტამაც გამყარება დაიწყო. 

„იგივე ხდებოდა ლარის კუსთან დაკავშირებით. როდესაც ხდებოდა ეს ვითარება ლარის კურსიც გაუარესდა, გვქონდა მცირე დევალვაცია. თუმცა, როგორც კი დასტაბილურდა, მაშინვე დაიწყო ლარის კურსმა დასტაბილურება. იგივე მოხდება ყველა სხვა მიმართულებით. როგორც კი რადიკალური ოპოზიცია შეწყვეტს საბოტაჟს რასაც ის ახორციელებს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ყველაფერი დასტაბილურება. განსაკუთრებული შფოთვის საგანი არ გაქვს“, - აცხადებს კობახიძე.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები