ბუნებრივია, უამინდობა პირდაპირ პროპორციულია ნაყინის გაყიდვებთან, თუმცა „პალომას“ ერთგული მომხმარებლების დამსახურებით გასული წლის ზრდის ტენდენციას ვინარჩუნებთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან კომპანია „ჩვენი ფერმერის“ დირექტორმა გიორგი ჭიჭიკოშვილმა განაცხადა.
კომპანია „ჩვენი ფერმერი“ რამდენიმე სახის რძის პროდუქტს და ნაყინს აწარმოებს. რძის პროდუქტები ბაზარზე “დღის პროდუქტის“ სავაჭრო ნიშნით გამოდის, ხოლო ნაყინი „პალომა“-ს სახელით.
„პალომას“ მრავალფეროვანი ასორტიმენტი აქვს და ჯამში 21 სახეობის ნაყინს აწარმოებს.
„ყველაზე მოთხოვნადი ნაყინი არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც ვანილის ნაყინია. ცნობილია, რომ თავიდან ვანილის ნაყინის მოსამზადებლად იყენებდნენ კრემის, შაქრისა და ვანილის ნაზავს და აციებდნენ ყინულზე.
შემდგომში, საფრანგეთში, უკეთესი ტექსტურის მისაღებად დაიწყეს კვერცხის ცილის დამატება. შეიძლება ვთქვათ, რომ ნაყინის გემოს დახვეწა საუკუნეები გრძელდებოდა. ვანილის ნაყინის უამრავი სახეობა არსებობს და შესაბამისად, გემოებიც მეტ-ნაკლებად განსხვავებულია. ვანილის ნაყინი ითვლება ნაყინის „ჩვეულებრივ“ „უარაფრო“ გემოდ.
ვფიქრობთ, რომ მის პოპულარობას სწორედ მისი ნეიტრალური, მსუბუქი გემო განაპირობებს. გირჩევთ, „პალომას“ პრემიალური ნაყინის სერიიდან ვანილის პლომბირი დააგემოვნოთ, რომელიც მზადდება ნაღების კარაქითა და შესქელებული რძით. ეს ნაყინი ნამდვილად გაგრძნობინებთ ნამდვილი ვანილის ნაყინის გემოს. ტრადიციულ გემოებთან ერთად, ასევე მოთხოვნადია ახალი სახეობებიც: სტრაჩატელა და კრემბრულე“, - აცხადებს კომპანია „ჩვენი ფერმერის“ დირექტორი.
გიორგი ჭიჭიკოშვილის განმარტებით, „პალომას“ ბრენდის ქვეშ ნაყინი 2005 წლიდან იწარმოება და წლების განმავლობაში კომპანიას საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა და პროდუქციას, რომელსაც „პალომა“ მომხმარებელს სთავაზობს არის საუკეთესო ხარისხის.
როგორც „პალომას“ ბრენდის მწარმოებელ კომპანიაში „ჩვენი ფერმერი“ განმარტავენ, „პალომას“ გაყიდვების დინამიკა, ყოველწლიურად საშუალოდ 15%-იან ზრდას აჩვენებს. ამაში კომპანიას ის სიახლეებიც ეხმარება, რასაც „პალომა“ ყოველწლიურად ბაზარს სთავაზობს.
„წელს წარვადგინეთ პრემიალური ხაზის ყველაზე მოთხოვნადი: ვანილის პლომბირი, სტრაჩატელა და კრემბრულე, მუყაოს 250 გრამიანი შეფუთვაში. ეს არის თანამედროვე შეფუთვა, რომელიც არაჩვეულებრივად უნარჩუნებს პროდუქტს საგემოვნო თვისებებს.
ცნობილია, რომ ნაყინი სიამოვნების პროდუქტია. სამივე დასახელების ნაყინი იმდენად გემრიელი და მაღალი ხარისხისაა, რომ ვფიქრობთ თქვენს განწყობაზეც პოზიტიურად იმოქმედებს“, - ამბობს „ჩვენი ფერმერის“ დირექტორი გიორგი ჭიჭიკოშვილი..
კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, ბაზრის ტენდენციებიდან გამომდინარე ბოლო პერიოდში „პალომას“ პროდუქციის ფასის ცვლილება განხორციელდა.
„მიუხედავად ნედლეულის გაძვირებისა, ფასის მხოლოდ 5%-იანი მატებით, საუკეთესო ფასის შენარჩუნება შევძელით“, - ამბობს გიორგი ჭიჭიკოშვილი.
დღეისათვის „პალომას“ ნაყინი ექსკლუზიურად იყიდება „ნიკორასა“ და „ლიბრეს“ სუპერმარკეტების ქსელში, რომელთა ჯამური რაოდენობა საქართველოს მასშტაბით 550-მდეა.
„ჩვენს მომხმარებელს საშუალება აქვს, ნებისმიერ რეგიონში, წვდომა ჰქონდეს „პალომას“ პროდუქციაზე. ვგეგმავთ წარმოების გაფართოებას და შესაბამისად, წარმადობის გაზრდა საშუალებას მოგვცემს სრულად ავითვისოთ სხვა სავაჭრო ობიექტებიც“, - ამბობს კომპანია „ჩვენი ფერმერის“ დირექტორი გიორგი ჭიჭიკოშვილი.
უახლესი
11 საათის წინ
რა სიახლეებსა სთავაზობს Kvareli Lake Resort-ი ვიზიტორებს11 საათის წინ
როგორია საქართველოში illy Caffè-ს გაფართოების გეგმები19 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე