ელექტროენერგიის ექსპორტი წინა წლის მაჩვენებელზე 1.5-ჯერ, ხოლო 2021 წლის მაჩვენებელზე 3.7-ჯერ მეტია, - ამის შესახებ სემეკის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშია აღნიშნული. სემეკის ინფორმაცით, 2023 წელს ელექტროენერგიის იმპორტის რაოდენობა 2022 წლის იმავე მონაცემთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ შემცირდა, ხოლო ექსპორტი იმავე პერიოდში დაახლოებით 1.5-ჯერ გაიზარდა და 1,468 გვტ.სთ შეადგინა.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ელექტროენერგიის იმპორტის >1% აზერბაიჯანიდან, ხოლო რუსეთიდან განხორციელებული სრული იმპორტის 98% მიწოდებულ იქნა აფხაზეთისთვის. ელექტროენერგიის ექსპორტის 89% თურქეთში გახნორციელდა, 5% - სომხეთში, 6% კი - აზერბაიჯანში.
უახლესი