დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეკონომიკურ ზრდის აღმავალ ტრენდს ვინარჩუნებთ, მაგრამ  შესაძლოა, რეიტინგებში ქვეყნის პოზიცია გაუარესდეს - სოსო ბერიკაშვილი

ეკონომიკურ ზრდის აღმავალ ტრენდს ვინარჩუნებთ, მაგრამ  შესაძლოა, რეიტინგებში ქვეყნის პოზიცია გაუარესდეს - სოსო ბერიკაშვილი

21-10-2023 13:00:16

საქართველოს ეკონომიკური ზრდა სტაბილურად გაგრძელდება, თუმცა არ იქნება ისეთი აქტიური ტემპი, როგორიც 2022 წელს, რაც გარკვეული ფაქტორების გავლენით იყო გამოწვეული - ამის შესახებ Business Insider Georgia-თან ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ეკონომიკური ზრდის მიმართულებით რისკები ფაქტობრივად არ არის, თუმცა რეიტინგებში საქართველოს პოზიციის გაუარესებაა მოსალოდნელი, ბოლო პერიოდში ეროვნულ ბანკში განვითარებული მოვლენების გამო.

,,2022 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა მაღალი იყო გარკვეული ფაქტორების გავლენით, რაც პოსტპანდემიური პროცესებმა და რუსეთიდან მოქალაქეების აქტიურმა შემოდინებამ გამოიწვია. როგორც ცნობილია, მსოფლიო ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოსთვის მატების მიმართულებით დააკორექტირა და 2023 წელს 5.9 პროცენტამდე გაიზარდავფიქრობ, ზრდის პროცესი ქართულ ეკონომიკაში გაგრძელდება, მაგრამ  ორნიშნა ვერ იქნება. მით უმეტეს, რომ  ბევრი რამ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით  ხდება. თანაც, შარშან ზრდა ჰქონდა სომხეთსაც, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ომი იყო.  ამ მხრივ რეგიონში დაძაბულობა არ იქნება საფრთხე ეკონომიკური ზრდისთვის. ყველაზე მეტად მაინც ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული პროცესების გავლენა იქონიებს გავლენას, რაც კარგი ნამდვილად არ არის.  სებ-ში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები დააზიანებს საქართველოს რეიტინგებს და ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტზე ნეგატიურად იმოქმედებს“, - აცხადებს სოსო ბერიკაშვილი.

ეკონომისტი ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინკლუზიური ზრდა, რასაც დრო სჭირდება. ამისთვის კი, ანალიტიკოსის შეფასებით, რეალური სექტორი უნდა განვითარდეს და ეკონომიკური ზრდის სარგებელი ქვეყანამ უფრო მეტად იგრძნოს.

ცნობილისთვის, მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში გამოქვეყნდა,  ეკონომიკური ზრდის პროგნოზები საქართველოსთვის 2023 წელს 5.9 პროცენტამდე, ანუ მატების მიმართულებით დაკორექტირდა სამომხმარებლო დანახარჯებისა და ინვესტიციების მდგრადობის შენარჩუნების ხარჯზე.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2024-2025 წლებში ეკონომიკური ზრდა 5%-ის ფარგლებში დასტაბილურება

 

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები