სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მეცამეტე დღეა აქტიურად მიმდინარეობს - ონის მუნიციპალიტეტში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი და ერთი ცხედრის ფრაგმენტი გუშინ იპოვეს.
სტიქიის ზონაში აქტიურად გრძელდება სამძებრო სამუშაოები, როგორც ცოცხალი ძალით, ასევე, მძიმე ტექნიკით და მცურავი საშუალებებით. მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით გუშინ, დღის ბოლოს მედიასთან შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
მისი განმარტებით, დღეისთვის სტრატეგიის შეცვლა და გარკვეული გადაჯგუფება იგეგმება. თემურ მღებრიშვილის განცხადებით, დღეის მონაცემებით 25 ადამიანია გარდაცვლილი, 5 ცხედრის დნმ-ის პასუხს ელოდებიან, 8 ადამიანზე კი მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება.
სტიქიის ზონაში დაახლოებით 105 ერთეული მძიმე ტექნიკა 11 პრიორიტეტულ მდებარეობაზე მუშაობს. სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას გუშინ ადგილზე კიდევ ერთხელ გაეცნო პარლამენტის თავმჯდომარეც.
უახლესი
2 საათის წინ
როგორია Boxette-ის 2025 წლის გეგმები