1-ელი მარტიდან არასასურველი სარეკლამო SMS-ების წინასწარი თანხმობის გარეშე გაგზავნა იკრძალება. ცვლილებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი ითვალისწინებს.
შეტყობინება უნდა გაიგზავნოს მხოლოდ წინასწარი თანხმობის შემთხვევაში;
სარეკლამო შეტყობინების მიღებაზე უარის თქმა შეიძლება ნებისმიერ დროს - კომპანია ვალდებულია 7 სამუშაო დღეში დააკმაყოფილოს მოთხოვნა;
შეტყობინების მიღებაზე უარის თქმა შესაძლებელი უნდა იყოს მარტივი გზით.
თუ სარეკლამო შეტყობინების გაგზავნის წესი დაირღვევა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მიმართვის საფუძველზე განიხილავს საჩივარს და დააკისრებს ჯარიმას, რომლის ოდენობაა:
განისაზღვრა ის დაწესებულებები, რომლებშიც სავალდებულო იქნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (თანამშრომელი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ორგანიზაციაში პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე) არსებობა, ესენია:
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს უფლება აქვს, შეასრულოს სხვა ფუნქციაც, თუ ეს არ წარმოშობს ინტერესთა კონფლიქტს. პერსონალურ მონაცეთმა ოფიცრის ფუნქციების შესასრულებლად ორგანიზაციამ შეიძლება დადოს მომსახურების ხელშეკრულება.
ეს ცვლილება ამოქმედდება 2024 წლის 1-ელი ივნისიდან.
უახლესი
3 საათის წინ
რა ფასად შეიძენთ საახალწლო ნაძვის ხეს გორგიაში