დეპოზიტების დოლარიზაციამ ოქტომბერში 50.7% შეადგინა. ამის შესახებ სებ-ის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული. ქვეყნის ცენტრალური ბანკის ცნობით, ოქტომბრის ბოლოს, ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია 1.1 პპ-ით, 65.6%-მდე, ხოლო იურიდიული პირების 2.9 პპ-ით, 42.0%-მდე გაიზარდა. ამავდროულად, ფიზიკური პირების ვადიანი დეპოზიტების დოლარიზაცია, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით 0.7 პპ-ით, 63.0%-მდე გაიზარდა.
„ოქტომბერში საბანკო სექტორის სადეპოზიტო ვალდებულებები წლიურად 7.3 მლრდ ლარით გაიზარდა (თვიურად 0.3 მლრდ ლარით შემცირდა) და 57.1 მლრდ ლარი შეადგინა. სადეპოზიტო ვალდებულებები წლიურად 14.7%- ით გაიზარდა. წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტის სადეპოზიტო ვალდებულებები 1.2 მლრდ ლარით (4.1%-ით) შემცირდა და 27.9 მლრდ ლარი შეადგინა. აღნიშნული კლება, მეტწილად მიმდინარე ანგარიშების და იურიდიული პირების დეპოზიტების შემცირებამ განაპირობა. რაც შეეხება უცხოური ვალუტის დეპოზიტებს, წინა თვესთან შედარებით 1.0 მლრდ ლარით გაიზარდა. სამთავრობო სექტორის დეპოზიტები 148.7 მლნ ლარით შემცირდა“, - განმარტავენ სებ-ში.
ირკვევა, რომ ოქტომბერში დეპოზიტების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები (მთავრობის გარეშე) წინა თვესთან შედარებით არ შეცვლილა და 5.9% შეადგინა.
ეროვნული ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.2 პპ-ით გაიზარდა და 7.6% შეადგინა, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი 0.01 პპ-ით, 1.9%-მდე შემცირდა. რეზიდენტების ლარის ვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი 0.1 პპ-ით გაიზარდა და 10.9% შეადგინა. აშშ დოლარის ვადიანი დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთები, 0.1 პპ-ით, 2.5%-მდე შემცირდა, ხოლო ევროს ვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები 0.03 პპ-ით, 1.5%-მდე გაიზარდა.
უახლესი
5 წუთის წინ
OpenAI კომპანიის რესტრუქტურიზაციას გეგმავს8 წუთის წინ
დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 1.9%-ი შეადგინა37 წუთის წინ
ჯანდაცვის მინისტრი ბავშვთა სახლს ესტუმრა19 საათის წინ
სად ყიდის საქართველო ოქროს