პირველი წარმატების შემდეგ მთავრობა, საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერის მიზნით CFD-ის მორიგი აუქციონის გამოსაცხადებლად ემზადება.
სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია დარწმუნებულია, რომ შემდეგი აუქციონებიც წარმატებული იქნება.
„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პირველი ეტაპის აუქციონის შემდეგ კვლავ არიან დაინტერესებული კომპანიები და აქვთ სურვილი ამ აუქციონში მონაწილეობა ეს ნიშნავს იმას, რომ მოთხოვნა მაღალია, არსებობს. მექანიზმი არს გამართული, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა. განახლებადი ენერგიის ვაჭრობა არის, ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი აუქციონებიც შედგება და წარმატებით დასრულდება, ისევე როგორც პირველი აუქციონი“, - ამბობს დავით ნარმანია.
აღსანიშნავია, რომ პირველი აუქციონის შემდეგ გამარჯვებულთა სიაში 24 საინვესტიციო პროექტი მოხვდა: 14 ჰიდროელექტროსადგური; 2 ქარის ელექტროსადგური, და 10 მზის ელექტროსადგური იქნება.
CFD აუქციონებში გამარჯვებული პროექტები და ტარიფები:
ჰიდრო:
მაგანა ჰესი - 4,5 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 5,9;
ჭართალი ჰესი - 1,56 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,3;
ცხენისწყალი 3 ჰესი - 35 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,49;
შავი არაგვი 2 ჰესი - 5 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,5;
სადმელი ჰესი - 2,7 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,7;
დევაში ჰესი - 5,45 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,8;
ცხენისწყალი 1 ჰესი - 22,48 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,8;
შავი არაგვი ჰესი - 5,2 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,8;
შავი არაგვი 1 ჰესი - 3 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,8;
ხადა ჰესი - 1,45 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,85;
რიონი-ჭანჭახი ჰესი - 21,13 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,85;
ნოწარულა 2 ჰესი - 4,88 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,85;
ზესხო 1 ჰესი - 20,3 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,85;
კამარა ჰესი - 16,62 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,85;
ქარი:
ქარელის ქარის ელ სადგური - 28 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,78;
ჩერო ენერჯის ქარის ელ სადგური - 49 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 6;
მზე:
უდაბნოს მზის ელ სადგური - 6 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,3;
ილიაწმინდას მზის ელ სადგური - 30 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,35;
ჯეოსთილის 50 მგვტ მზის ელ სადგური - 20 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,5;
ბადიაურის მზის ელ სადგური - 2 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,9;
სახენისი 1 მზის ელ სადგური - 2 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,9;
გამარჯვების მზის ელ სადგური - 2 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,9;
ვარდისუბნის მზის ელ სადგური - 2 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,9;
ქედის მზის ელ სადგური - 2 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,9;
ელდარის მზის ელ სადგური - 2 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,9;
საგარეჯოს 1 მზის ელ სადგური - 2 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,9.
14 ჰიდროელექტროსადგურის სიმძლავრე 149 მეგავატი; 2 ქარის ელექტროსადგურის 77 მეგავატი, ხოლო მზის 10 ელექტროსადგურის სიმძლავრე 70 მეგავატი იქნება.
შეგახსენებთ, რომ CFD-აუქციონებში განაცხადების მიღება 2023 წლის 10 თებერვალს დაიწყო და 2023 წლის 27 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. სულ 78 განაცხადი შევიდა.
უახლესი
13 საათის წინ
ოქტომბერში სესხების ლარიზაცია გაიზარდა14 საათის წინ
ბიტკოინის ღირებულება $100,000-ს უახლოვდება