საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ელექტროენერგეტიკის საფუძვლების რეგულირების კურსის მონაწილეებისთვის ენერგეტიკული ბიზნესის შესახებ ლექცია წაიკითხა.
დავით ნარმანიამ ლექციის ფარგლებში ისაუბრა ენერგეტიკის სექტორზე როგორც ეკონომიკისათვის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებაზე, მიმოიხილა ენერგეტიკული ბიზნესის სუბიექტები, ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმირების პროცესზე, სახელმწიფოს როლზე ენერგეტიკაში, ენერგეტიკულ ბაზარსა და ბაზრის სახეობებზე, კონკურენციისა და მონოპოლიის საკითხებზე, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მნიშვნელობაზე, ენერგეტიკული ბიზნესის მართვასა და კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე.
სემეკთან არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების საფუძვლების შესახებ სასწავლო კურსი კურსის ფარგლებში, მონაწილეები ეცნობიან ელექტროენერგიის რეგულირების საკითხებს, ენერგეტიკის სექტორის საკანონმდებლო ჩარჩოს, სატარიფო პოლიტიკას, ენერგეტიკის სექტორში მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებს. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. კურსის მონაწილეებს ტრენინგებს უტარებენ სემეკის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლები, პრაქტიკოსი ლექტორები და სხვადასხვა ენერგეტიკული უწყების ხელმძღვანელი პირები.
უახლესი
1 საათის წინ
განვითარებაზე ორიენტირებული ბრენდი ვართ - IKANI3 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა5 საათის წინ
SOCAR-ი მწვანე ობლიგაციების გამოშვებას იწყებს6 საათის წინ
საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი იზრდება