დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დამაჯერებლად გავიმარჯვეთ - ოთარ კიტეიშვილი

დამაჯერებლად გავიმარჯვეთ - ოთარ კიტეიშვილი

21-03-2025 10:28:00

მატჩის მსვლელობას ვაკონტროლებდით, დამაჯერებლადაცგავიმარჯვეთ, - განაცხადა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ოთარ კიტეიშვილმა სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის შემდეგ.

„მნიშვნელოვანი იყო, რომ ორი გოლის გატანა პირველ ტაიმში მოვახერხეთ. შემდეგ უფრო მეტი სივრცე გვქონდა სწრაფი იერიშებისთვის. როცა ჩვენს შემტევებს სივრცე აქვთ, კარგად ვიცით, რა შეუძლიათ“, - აღნიშნა ფეხბურთელმა. 

ოთარ კიტეიშვილმა კაპიტნის სამკლავურით პირველი მატჩი ითამაშა და აღნიშნა, რომ „პირველი ყოველთვის განსაკუთრებულია. საოცარი განცდა იყო“. 

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველი შეხვედრა სტუმრად სომხეთში გამართა. ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები