დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Collider -ი სტუდენტებს ახალ სასერტიფიკატო კურსს სთავაზობს

Collider -ი სტუდენტებს ახალ სასერტიფიკატო კურსს სთავაზობს

23-06-2023 17:30:10

 

Collider/კოლაიდერმა სასწავლო აკადემია გახსნა, სადაც სექტემბრიდან სტუდენტები ახალ სასერტიფიკატო კურსებს გაივლიან. როგორც კომპანიის დირექტორი ანანო ჭიჭაღუა Business Insider Georgia-თან განმარტავს, მომხმარებლებს შეუძლიათ დაეუფლონ ვებ-დეველოპმენტს, გრაფიკულ დიზაინს, ფოტოგრაფიას, ციფრული მარკეტინგსა და სხვა. „კოლაიდერი" კურსდამთავრებულებს დასაქმებაშიც დაეხმარება, რაც სწავლების მსურველებისთვის დიდი უპირატესობაა.

„კოლაიდერმა" გააკეთა სასწავლო აკადემია და გააერთიანა თავისი ქუდის ქვეშ Collider generation/ კოლაიდერის თაობა. სწავლების კურსს სექტემბრიდან ვიწყებთ და ვგეგმავთ, რომ საგანმანათლებლო მიმართულებით აქტიურად განვაგრძოთ საქმიანობა. ასევე დავიმატებთ ერთ ახალ პროექტს, რომელიც სასერტიფიკატო კურსთან იქნება დაკავშირებული და ჩვენი სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ახალი პროდუქტი მომავალი სასწავლო წლიდან ჩაეშვება", - ამბობს ანანო ჭიჭაღუა.

რაც შეეხება სწავლების საფასურს, 800-დან 1500 ლარის ფარგლებშია. ერთი სასწავლო კურსი 15 სტუდენტზე იქნება გათვლილი. კომპანია ერთდროულად 6 მიმდინარე კურსის გახსნას გეგმავს.

ცნობისთვის, „კოლაიდერი“ სამუშაო სივრცეების ქსელია, სადაც განთავსებულია პერსონალური და ჯგუფური სამუშაო ადგილები, ოფისები, შეხვედრების ოთახები, ბარი და მოსასვენებელი ზონები.

„კოლაიდერი“ ადგილობრივ თუ საერთაშორისო სტარტაპებსა და ფრილანსერებს კომფორტულ სამუშაო გარემოს სთავაზობს. კომპანიის წევრებისთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა ბენეფიტი ადგილობრივ ბაზარზე, მათ შორის ერთ-ერთი სწორედ სასწავლო აკადემიაა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები