დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Coca‑Cola-ს CEO დონალდ ტრამპს შეხვდა და პერსონალური ბოთლი გადასცა

Coca‑Cola-ს CEO დონალდ ტრამპს შეხვდა და პერსონალური ბოთლი გადასცა

17-01-2025 12:43:00

ამერიკული The Coca‑Cola Company-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმს ქუინსი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს უკვე შეხვდა და Coca‑Cola Zero-ს პერსონალური შუშის ბოთლი გადასცა. ირკვევა, რომ Coca Cola-ს მხრიდან აშშ-ს არჩეული პრეზიდენტისთვის სიმბოლური საჩუქრის გადაცემის ტრადიცია და ურთიერთპატივისცემის გამოხატულებაა.

„ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას, რადგან ჯეიმს ქუინსს, The Coca-Cola Company-ს თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორს, ჰქონდა შესაძლებლობა, გადაეცა არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპისთვის დიეტური Coca-Cola, მისი რჩეული სასმლის ბოთლი“,- აცხადებენ The Coca‑Cola Company-ში. 

Coca-Cola Bottlers Georgia-ს დამფუძნებელი თემურ ჭყონია კი აცხადებს, რომ ეს არის წლების წინ ჩამოყალიბებული ტრადიცია, როდესაც ახალ პრეზიდენტს პერსონალურ ბოთლს უძღვნიან და პრეზიდენტიც იღებს ამ სიმბოლურ საჩუქარს, რადგან პრეზიდენტებიც თვლიან, რომ Coca-Cola-სთან გამოჩენა არის პრესტიჟული.

„The Coca Cola Company-ს აღმასრულებელი დირექტორის მხრიდან აშშ-ს არჩეული პრეზიდენტისთვის სიმბოლური საჩუქრის გადაცემის ეს ტრადიცია ურთიერთპატივისცემის გამოხატულებაა. Coca-Cola უბრალოდ გაზიანი სასმელი არ არის. თითქმის 140 წლის განმავლობაში Coca-Cola იყო ამერიკის დემოკრატიის, კულტურის, განათლების სიმბოლო და ისეთი მასშტაბის სახელმწიფო მოღვაწეები, როგორიც ტრამპია და აშშ-ის სხვა პრეზიდენტებიც, ყოველთვის აფასებდნენ კომპანიას. ეს იმის სიმბოლოც არის, რა მნიშვნელობა აქვს ბიზნესს სახელმწიფოსთვის და ცალკეული ბიზნესების განვითარებას ისეთი დიდი ქვეყნისთვისაც, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. პერსონალურ ბოთლს უძღვნიან და პრეზიდენტიც იღებს ამ სიმბოლურ საჩუქარს, რადგან პრეზიდენტებიც თვლიან, რომ Coca-Cola-სთან გამოჩენა არის პრესტიჟული.

ეს არის ორმხრივი პატივისცემა, პატივისცემა იმ სიმბოლოების, რომლებიც აგერ უკვე 140 წლის განმავლობაში ქმნიან ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკას და ამავე დროს, ეს არის ინსტიტუციების პატივისცემა. ქვეყნის ეკონომიკას ბიზნესი ქმნის; სახელმწიფოს ქმნიან ასეთი დიდი კომპანიები და არა მარტო პიროვნებები. ჩვენც, მაგალითად, საქართველოში ასეულობით მილიონი გვაქვს გადახდილი სახელმწიფო ბიუჯეტში და ამას ახსნა არ სჭირდება“, - განაცხადა Coca-Cola Bottlers Georgia-ს დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ.

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტისთვის პერსონალურად დამზადებული სასმელი გაყიდვაში არ იქნება, თუმცა მიეწოდება თეთრ სახლს და წარმოდგენილი იქნება დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ღონისძიებაზე, რომელიც 20 იანვარს გაიმართება.

 

 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები