„სელფი მობაილი“ ახალ მე-5 თაობის ტექნოლოგიას მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის დაშვების ვალდებულებით დაგეგმავს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ბერიშვილმა გადაცემაში „საქმის კურსი“ განაცხადა და კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე ისაუბრა. ვასილ ბერიშვილის განცხადებით, COMCOM-ის მიერ 5 G აუქციონთან დაკავშირებით არსებული პირობები ადეკვატური და მათი კომპანიისთვის მისაღებია.
„საქართველოში გვაქვს ე.წ. ტექნოლოგოური ნეიტრალიტეტი, რომელიც საშუალებას იძლევა ერთი სიხშირე რამდენიმე ტექნოლოგიაზე გამოვიყენოთ, შესაბამისად, ჩვენ რამდენიმე სიხშირეზე შევიტანეთ განაცხადი. ვადასტურებთ, რომ ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას 5G-ის აუქციონში. ჩვენი კონკურენტების განცხადებებში ორივე კომპანიამ განაცხადა რომ მობილური ვირტუალური ოპერატორების მოწინააღმდეგე არცერთი არ არის, ჩვენც ვეთანხმებით მათ ამ პოზიციას, შესაბამისად, ჩვენთვის ეს არ იყო დამაბრკოლებელი ფაქტორი, შესაბამისად, შევედით განაცხადით და ველოდებით აუქციონის თარიღს რომ მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენ გვქონდა კომუნიკაციების კომისიასთან მიმოწერა, ჩვენი პოზიციები დავაფიქსირეთ ნაწილი იყო გათვალისწინებული, ნაწილი - არ იყო, ეს ნორმალური პროცესია, როცა ასეთი აუქციონი ცხადდება. რა თქმა უნდა უკეთესი იქნებოდა მეტი გათვალისწინებული ყოფილიყო, თუმცა ამ ეტაპზე ჩავთვალეთ, რომ ჩვენი სტრატეგია რაც გვაქვს სამომავლოდ იმის შესასრულებლად ეს მოთხოვნები ადეკვატურია. ჩვენ შევედით აუქციონში, რომელიც ვირტუალური მობილური ოპერატორის დაშვების ვალდებულებას ითვალისწინებს, რეალურად ჩვენ მივესალმებით ვირტუალურ ოპერატორებს, შესაბამისად ორჯერ ძვირის გადახდა არ გვიღირდა ჩვენი სტრატეგიის მიხედვით.“ - განაცხადა ვასილ ბერიშვილმა.
„სელფი მობაილმა“ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე წარადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც მეხუთე თაობის ქსელს Nokia-სთან პარტნიორობით დანერგავს.
უახლესი