„თეგეტა აკადემიის“ დირექტორთან ოთარ სიხარულიძის განცხადებით, კომპანია ავტოინდუსტრიის განვითარების მიზნით საერთაშორისო ტრენინგებს მასპინძლობს და მათი მიზანია, საქართველო ავტოინდუსტრიაში პროფესიული საერთაშორისო ტრენინგების რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდეს.
თუ როგორ ახერხებს კომპანია კადრების დეფიციტის დაძლევას ამ საკითხზე „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა „თეგეტა აკადემიის“ დირექტორთან ოთარ სიხარულიძესთან ისაუბრა.
„ამ მიმართულებით წლების განმავლობაში ვატარებთ საერთაშორისო ტრენინგებს, იქიდან გამომდინარე, რომ „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს 300-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს და თითქმის ყველა საერთაშორისო ბრენდს, აქვს თავისი ტრენინგ-ცენტრი. ერთ-ერთი მიმართულებაა „პორშეს“ ტრენინგ-ცენტრთან თანამშრომლობა, პორშეს აქვს თავისი უნიკალური სტანდარტი, განსაკუთრებით მექანიკოსების მიმართულებით აქვს თავისი რანგირება და სწორედ ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ გავხდეთ რეგიონული ჰაბი. სწორედ ამისთვის სატესტო ტრენინგები ჩატარდა საქართველოსა და უზბეკეთში პირველ კვარტალში. რადგან პოზიტიური შეფასება დავიმსახურეთ 2024 წლის მესამე კვარტალში დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის ტრენინგები ელექტრომობილების მიმართულებით, ძრავისა და სავალი ნაწილის მიმართულებით.
აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ვითანამშრომლოთ „პორშესთან“ არა მხოლოდ როგორც ჩვენი საქმის მიმართულებით რეგიონში არსებული ქვეყნებიდან. მაგალითად, წინა ტრენინგზე იყვნენ წარმომადგენლები უზბეკეთიდან, ისრაელიდან, მოლდოვიდან და საკმაოდ კარგად ჩაიარა ამ პროცესმა. ასევე უკვე ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ადრე ჩვენ პარტნიორებთან ვთანამშრომლობდით მხოლოდ ინდივიდუალური ტრენინგების მიმართულებით, ხოლო გასულ წელს და ახლა უკვე დავიწყეთ მუშაობა სატრენინგო ჰაბის მიმართულებით. ერთი არის „პორშე“, ხოლო მეორე გერმანული ავტოგიგანტი „მანი“, რომელსაც არ აქვს მსუბუქი ავტომობილების მიმართულება, თუმცა აქვს სატვირთოების და ავტობუსების მიმართულება. ჩვენ „მანის“ დუბაის აკადემიასთან უკვე ვთანამშრომლობთ და უკვე სატრენინგო ჰაბის ფარგლებში, ივლისში საქართველოში იმართება პირველი საერთაშორისო ტრენინგი, სადაც ასევე რეგიონის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას. ყველა ამ ტრენინგში ჩართულია პარტნიორის მოწვეული ტრენერი, თუმცა ჩვენ „თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლებსაც ვამზადებთ ტრენერებად, რათა პროფესიული ცოდნა დარჩეს ქვეყანაში და შემდგომ შევძლოთ ამის გაზიარება“,- განაცხადა „თეგეტა აკადემიის“ დირექტორმა.
უახლესი